სიზმარში მაინც ჩაგეხუტები!
დღეს ,,ჩახუტების
დღეაო... "
(და რომელი დღე არ
არის
,,ჩახუტების?!")
არ დამელია ირგვლივ მგმობელი,
შენ ერთი მყავხარ შემამკობელი;
მადარებ ზურმუხტს,
ვარდსა თუ იას
და არ მაკარებ
ახლოს ცივ ნიავს;
ჩემგან თუმც მადლი არა გფენია, –
სამდურავიც
კი არ დაგცდენია;
დღე თუ ვერ გნახავ,
ნუ იბუტები,
სიზმარში მაინც ჩ ა გ ე ხ უ ტ ე ბ ი!
ქ. თესალონიკი. 21.01. 2023 წელი
,,ჩახუტების დღე! "
No comments:
Post a Comment