,,დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა", ვკითხულობთ იოანეს სახარებაში. ამდენად, შეიძლება არც ვაკვირდებით, რამდენად დიდი ძალა აქვს თითოეულ სიტყვას, ჩვენგან წარმოთქმულს თუ დაწერილს. სულ პატარა ნემსის ჩხვლეტა სხეულის ერთ წერტილში, აუცილევლად ჰპოვებს გამოხმაურებას სხეულის სხვა რომელიმე ადგილას, პატარა ბწკენას იგრძნობთ, ისევე როგორც მწერლის მიერ დაწერილმა თითოეულმა სიტყვამ გამოხმაურება უნდა ჰპოვოს მკითხველის გულში, წარმოთქმულმა კი - მსმენელის გულში. ექოდ უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა, მოუწოდებდეს ადამიანებს შენებისკენ, სიკეთისკენ, სიყვარულისკენ. ამიტომ საუბრისას თუ წერისას კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ სიტყვები, არავის ვატკინოთ გული, არ გავხდეთ სხვების ცრემლის მიზეზი. მეც ხშირად არასწორედ გადამისვრია სიტყვა და მერე მინანია, რატომ ვთქვი, რატომ ვაწყენინე ადამიანს?! ის კი არა და დაწერილიც ახდენილა წლების მერე, ამიტომ უმჯობესია თავი ვარიდოთ ცუდ, არასწორ ფიქრებსაც კი. ,,არ რადმე მეჭაშნიკება სიტყვა კოჭლი და ლუგუმი. კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ, მაგის მეტ არ გაქვთ შნოება?" წერს ვაჟა-ფშაველა თავის ,,ბახტრიონში" და ამით ყველაფერია ნათქვამი. მეც ბედნიერ დღეს გისურვებთ, ადამიანებო, და
No comments:
Post a Comment