სალაღობო
შენი მზერა თან წავიღე,
ვატარე ვით სამოსელი,
გზად ვეწვიე საჩაიეს,
ჩაი იყო ამო, ცხელი
გულშიაც შენ ტრიალებდი,
გარეთ მესხა ფირუზები,
სხივს მაწვდიდი ფიალებით...
ჩემი იყო ცა და ზღვები.
No comments:
Post a Comment