ვარდი ვიყავ დამალული სადღაც ბნელში,
ვნახულობდი ათას ერთი ღამის სიზმარს,
სულთანს კლავდა შახრაზადას ხმა და ეშხი,
გაეშალა ვარსკვლავები მთვარეს - მისანს.
კარტი აჭრა, გააგორა კამათელი,
არ მეწერა, ალბათ, დიდხანს ბნელში ჯდომა,
ღვთით ნათელი მომეფინა უკუნეთში,
და შევასხი მათ სიყვარულს დიდი ხოტბა.
No comments:
Post a Comment