Monday, February 6, 2023

სულში მე ვერ მოვირგე! (პატრიოტული)

სულში მე ვერ მოვირგე ვერაფერი ახალი,
ჩაის ისევ მივირთმევ დედის ნაქონ ფინჯნით,
ამოვკერე საბნები ისევ ბებოს მახათით,
ბაღში ჩავრგე ვაზები პაპასავით მიჯრით.
ლანდი ჩემი წინაპრის ლამაზ ზღაპარს მიამბობს
ამქვეყნიურ ბაღნარზე, ნათელ საქართველოზე,
და მომავლის იმედად სხივმა რომ იკიაფოს,
მუდამ შეწევნასა ვთხოვ ბედობის ანგელოზებს.
მაია დიაკონიძე
6.02.2023წელი

No comments:

Post a Comment