Sunday, July 7, 2024

სასწაულების უკვე არ მჯერა!

 სასწაულების უკვე არ მჯერა!

სასწაულების უკვე არ მჯერა
და არც არაფერს ზეციდან ველი,
თითქოს დასრულდა ჩემში გოგონა,
კაბა რომ ეცვა პეპლების ჭრელი,
ჭირისუფლად ვზი ახლა ქარების,
მოაქვთ და მოაქვთ ამბები ცუდი,
იქ, სადღაც ჯიხვი კლდეს გადავარდა,
იქ დედაბერი ჩახანას უზის,
შიგნით წყალია, სხვა არაფერი,
თუხთუხებს ქვაბი, ორთქლი სდის შიმშილს,
მეგონა, შვრიით სავსე თავლების
პატრონი ვიყავ, მიკრთება შიში,
რომ ვეღარ ვასწრებ უკვე ვერაფერს,
ვით მომიტანა, წამიღებს ქარი
და ვეღარ ვითვლი, ეს მერამდენედ,
დრო მეჩხირება ყელში ვით ძვალი.
მაია დიაკონიძე
7.07.2024 წელი
.

No comments:

Post a Comment