შემოვიხიე ცხოვრება!
ზოგჯერ ვერა ვთქვი სათქმელი,
ზოგჯერ ზედმეტი წამომცდა,
არ ვიცი, თუ ჩავაბარე,
უფალთან ჩემი გამოცდა.
ღმერთო, არასდროს ვიყავი
შურიანი და ავყია,
მაგრამ ცოდვები, იცოცხლე,
მაინც უშურვლად მაყრია.
შემოვიხიე ცხოვრება,
როგორც ნაფლეთი ლაბადის,
ზოგთან მართალი ვიყავი,
ზოგთან არც ვიყავ მართალი.
მაია დიაკონიძე
9.07.2024 წელი
No comments:
Post a Comment