Saturday, July 6, 2024

წამოდექი, შვილო!

წამოდექი, შვილო!
ყველაფერმა დავიწყება იცის,
დავიწყება იცის თურმე გზამაც,
აშლილია თუ ჩონგურის სიმი,
,,იავნანაც" ვერ მიგიყვანს სახლთან.
ან თუ კვნესა აღარ გესმის დედის,
ღამის ნიავს სასთუმალთან მოაქვს,
რაღა უნდა გითხრას ნეტავ მეტი,
ნუთუ მხოლოდ დასამარხად მოხვალ?!
აშლილია ძველ ჩონგურის სიმი,
ზოგი გაწყდა, ზოგიც დაიჭიმა,
მაშინ ძახილს გამოყევი სისხლის,
წამოდექი, შვილო, ნუღარ გძინავს!
მაია დიაკონიძე
1.07.2024 წელი










No comments:

Post a Comment