ქურდი ხილის
როგორც ბავშვი, ხელებს უკან ვმალავ,
ქურდობაზე რომ წამისწრეს ხილის,
ჩემს სულში რომ ჩამომდგარა გვალვა,
ვნატრობ იმ ხილს, მეზობელის ბაღნარს,
ახლა ხელსაც გავიწვდიდი მორცხვად,
ხმა ჩამესმის, - მოიპარო, აღარ,
სულ წაიღე, შემოივლი როცა!
ზამთარია და ვიოცებ ცოტა,
მონუსხული ცრემლნარევი ხილვით,
მახსოვს, ხელზე ნიკო პაპას კოცნაც,
- გაზრდილხარო, გოგოვ, ქურდი ხილის.
მაია დიაკონიძე
4.07.2024 წელი
No comments:
Post a Comment