როცა ნიავი აფრინდა,
შენც დაედევნე ნიავს,
ჩემო ლამაზო ოცნებავ,
სიყვარული რომ გქვია.
სიყვარულსაც ხომ ჰქონია,
თურმე მრავალი სახე,
გიყვარდეს შენი მოყვასი,
სიკეთედ დაისახე,
რა შეედრება ამქვეყნად,
ქალის და ვაჟის ტრფიალს,
რომ არასოდეს ღამდება,
არასდროს არის გვიან.
წმინდაა დედა-შვილობის
ღვთისგან ნაკურთხი მადლი,
სიყვარული ხომ ცით მოდის,
არ იზომება ადლით
როცა ნიავი აფრინდა,
შენც დაედევნე ნიავს,
ჩემო ლამაზო ოცნებავ,
სიყვარული რომ გქვია.
No comments:
Post a Comment