Wednesday, July 10, 2024

გავემზითვე მაღლა ცისთვის,

მიმაქვს გობი, ქვიჯა, ქვაბი,

რომ უყვარდა ბებიაჩემს,

ნემსი, ძაფი, ყაისნაღი,

- ბებიაო, ეგ რად გინდა,

ყველაფერი აქაც არის,

რაც სიკეთე გააკეთე, 

შენი მზითვი იგი არის, -

ასე მითხრა ბებომ სიზმრად

და ჩამომხსნა დიდი ბარგი.

ფოცხი, ბებო სახლს რომ გვიდა,

დავუბრუნე თავის ადგილს.

გავიღვიძე, გარეთ წვიმდა,

ფრთებს ისხამდა ირიჟრაჟი.





 

No comments:

Post a Comment