Thursday, July 11, 2024

გავემზითვე

 გავემზითვე


გავემზითვე მაღლა ცისთვის,
მიმაქვს გობი, ქვიჯა, ქვაბი,
რომ უყვარდა ბებიაჩემს,
ნემსი, ძაფი, ყაისნაღი,
- ბებიაო, ეგ რად გინდა,
გამაცოცხლო გინდა მკვდარი?!
რაც სიკეთე გავაკეთე,
შენი მზითვი იგი არის, -
ასე მითხრა ბებომ სიზმრად
და ჩამომხსნა დიდი ბარგი.
ბრძნული სიტყვის დაჯერება
სიზმარშიაც არის კარგი.
გადავწყვიტე, არ წავიღო
გობი, ქვიჯა, თეფში, ქვაბი,
ამქვეყანად სჯობს დავტოვო
საქმენი და სიტყვა ვარგი.
მაია დიაკონიძე
8.07.2024 წელი

No comments:

Post a Comment