ნუ შემახვედრებ მურდალს და ოღრაშს,
კაცს, სინდისის რომ არარა სცხია,
ან როგორ უღებს ალღოს ამ დრო-ჟამს,
ამდენი ცრუ და შარახვეტია..
ცხოვრება თითქოს კარუსელს მოჰგავს,
მაგრამ არასდროს არ არის გვიან,
სიკეთის ხელი დაუკრავს ორღანს
და ავ ზმანებებს გაატანს ნიავს.
მაია დიაკონიძე
5.07.2024 წელი
No comments:
Post a Comment