Sunday, July 7, 2024

კაფიობა

ქალი:
რაღაც ღალატის სუნი მცემს,
ყვავიც აგერა ჩხავისა,
ვეღარ ვიკავებ თვალზე ცრემლს,
მაყურებელი ამისა.
რაად მოდიან ზეგანზე
შავი ფაშფაშა ღრუბლები,
ვხედავ აგერა ზეკარზე
სულ სხვას რომ ეჩურჩულები.
შორით გადავყრი მაგ ღრუბლებს,
ცაზე მხოლოდ მე ვენთები,
სხვა ვეღარსაით დალანდო,
ჩემთან მოგიყვანს ფეხები.
მაია დიაკონიძე
7.07.2024 წელი
პასუხად ვაჟისგან:
შენთან თუ ვეღარ მოვედი,
გული არ დაგწყდეს მაგაზე,
ვერ დავაფასე მე შენი,
სიტურფე და სილამაზე.
ქვესკნელს წამიღეს ყოვებმა,
გულის კარები ჩავრაზე,
როდის მიწიეს ცოდვებმა,
ახლაღა ვდარდობ ამაზე.

No comments:

Post a Comment