Thursday, July 25, 2024

არავის ენდოთ!, ეთერ ისაკაძის კომენტარით

 არავის ენდოთ!

არავის ენდოთ, არ დაგინდობთ
არავინ ქვეყნად,
ჰაერის ყლუპსაც წაგართმევენ,
რომლითაც სუნთქავთ,
არავის ენდოთ, არც ვარსკვლავთა
ზეცაში შეყრას,
არ დაიჯეროთ, რაც სიმღერით,
გალობით უთქვამთ.
არავის ენდოთ, არც მეგობარს,
არც თუნდაც მიჯნურს,
თქვენი თავისაც არ გჯეროდეთ,
სულ ერთი წამით,
ნურც დიდ სიყვარულს მიენდობით
ზეციურს, გიჟურს,
რადგან ღიმილით მოგკვეთავენ
თავს დიდი წალდით.
მაია დიაკონიძე
24.07.2024 წელი

Eteri Isakadze
დიახ, ასეა... გეთანხმები ლამაზო ქალო,
ოჰ, რა ძნელია შეინახო გულში დარდები,
არვის გაანდო სიხარული,
ზეცის ჰანგები...
ვიცი, სანდოა ქვეყანაზე არცა არავინ,
სჯობს ქარს მიენდო, გაიშალო შენთვის კარავი...




ელგუჯა ციგროშვილი
რობაია მაიას ლექსისათვის
,, არავის ენდო ."
თუკი მიჯნურსაც
ვერ ენდობი
ასეთი მწყაზრი ;
ჩაიკლავ იმედს
და ზაფხულში
მზის გულზე დაზრი ...
თუ მეგობარს და
საკუთარ თავს
ვერ მიენდობი ,
მაშინ გამოდის ,
ხვალის ლოდინს
არა აქვს აზრი !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
06 . 06 . 2025 წელი .

No comments:

Post a Comment