ისე ცხელა!
ისე ცხელა, სადმე მთაში
მინდა ჩრდილში დავდო თავი,
ყურს მიტკბობდეს სტვენა შაშვის.
ჩავეხუტო სველ ნედლ ბალახს,
ალერსს ვიგრძნობ, ვიცი, თავზე,
გვირილა ხომ არ ცნობს ღალატს,
გულს მიჩვენებს ტრფობით სავსეს..
ნაკადულმა იჩხრიალოს,
მიმასპინძლოს შხეფით სალმის,
მთელ ქვეყანას რომ გავანდო,
მონასმი ვარ ღმერთის ყალმის.
მაია დიაკონიძე
11.07.2024 წელი
No comments:
Post a Comment