Sunday, November 24, 2024

მინიმა

მარტივ მამრავლად დაშლილ თავს ვეძებ,

რომ წამოვკრიფო , როგორც იები.


Saturday, November 23, 2024

დამოკლეს მახვილი

 ჩვენ შორის მანძილი დამოკლდა,

ჩამეცი დამოკლეს მახვილი,

შენ იტყვი, ის იტყვის, რა მოხდა,

ღალატი არ არის ადვილი.

მთავარი ისაა,  არ მოვკვდე,

არ გაგიბათილდეს სამხილი.



 

მარადი დედა

 შენ ლილიების ზღვაში იწექი,

თავზე გათოვდა სითეთრის სევდა,

როგორც პატარა, ქარში ვირწევი,

შენ მაგონდები - მარადი დედა.


ხელები თეთრი,- ფიქალი ვარდი,

ტუჩი და ღაწვი, ლალი და ძოწი,

შევამცირებ კი შენამდე მანძილს?!

ხარ უკვდავების პატარა ყლორტი.


 შენ ლილიების ზღვაში იწექი,

თავზე გათოვდა სითეთრის სევდა,

როგორც პატარა, ქარში ვირწევი,

შენ მაგონდები - მარადი დედა.














Thursday, November 21, 2024

ფიქრო, გაბრიელ სალოსზე

 გკოცნი, მოხუცო დედაო,

და შენს მუხლებთან ვიჩოქებ,

შეკითხვას გაგიბედავო,

ოდინდელ საქართველზე.


ნაცარში ამოვლებულო,

პურო, მოკვდავთა არსობის,

სიკეთით გამორჩეულო,

დამნაყრებელო კაცობის.


კლდეო, დარდისგან დაჭმულო,

ატარებ მრუმე სამოსელს,

სიტყვა მითხარი სარწმუნო,

გმირებზე, კვლავ რომ გავოცდე.


ტაძარო, ცამდე აწვდილო,

ფიქრო, გაბრიელ სალოსზე,

იქნება ხმა მომაწვდინო,

მომიტევე და დამლოცე!




ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები", ავტ. ე;ლგუჯა ციგროშვილი

 დღეს პოეტი-ემიგრანტის ელგუჯა ციგროშვილის კუნწულა ლექსებს წარმოგიდგენთ:

ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"
ყველა ნასროლი სამიზნეს ასცდა,
შინ მოსამკალი დამრჩა ყანები,
და სიამაყე სულს შემოაცვდა,
როგორც ფუფალას – ხელთათმანები.
ქ. თესალონიკი, 30.04. 2023 წელი
-----------------------
ზღვის ქაფს ჩამომბანს მღელვარე ზვირთი,
შენ აფროდიტეს გამკობს სინაზე,
,,რამლის მჩხრეკავის" ვიტვირთე ტვირთი,
ფიგურებს ვხატავ ბედის სილაზე.
ბედნიერებას არა კმარია
მხოლოდ სიტურფე, მხოლოდ მშვენება,
თუკი სადაც ხარ, არ გიხარია,
არც დაღამება, არც გათენება.
ქ. თესალონიკი, 23.03. 2023 წელი
------------------------------
თუმც ღმერთმა ქალი კაცისგან შექმნა,
ჩვენ სამყაროს ვგრძნობთ თავად ქალებით,
შეყვარებული ქალი ჰგავს ზეცას,
ვარსკვლავებივით ნათელ თვალებით.
ქ. თესალონიკი, 14.03. 2023 წელი
--------------------------------------
ჩვენთვის მამულია სალოცავი წმინდა,
არ თქვათ: ,,მისი კვნესა აღარ გვეყურება",
ნუ თვლით, რომ სახლიდან მერცხლად გავფრინდით და,
უცხო ქვეყანაში დავრჩით ბეღურებად.
ქ. თესალონიკი, 25. 12. 2022 წელი
თუ...
რა საჭიროა მოთმინების
მივსო ფიალი,
ზვავი რომ მოსწყდეს,
მისთვის კმარა პატარა გუნდაც...
აღარას უშველს ვაი-ვიში,
კბილთა ღრჭიალი,
თუ ჩ ე მ შ ი მ ო ჰ კ ვ დ ი _
ასი წელი იცოცხლე თუნდაც!
____
და ბევრჯერ მინდა!
სხვისი მიწა ვერ გავითავისე,
ფიქრი არ სწყდება
მშობლიურ არეს...
და ბევრჯერ მინდა
ყმუილი ისე _
როგორაც მგელი
შეჰყმუის მთვარეს!
_____
****
როს დადუღდება
სიყმაწვილის ტკბილი მაჭარი ,
განვლილი წლები შეგვახსენებს
ძველ ს ი მ პ ა ტ ი ე ბ ს ...
მოვა ს ი ნ დ ი ს ი _ ჩუმ
გრძნობათა ძ უ ნ წ ი ვ ა ჭ ა რ ი ,
გაუნაღდებელ თ ა მ ა ს უ ქ ე ბ ს
არ გ ვ ა პ ა ტ ი ე ბ ს !
____
ი მ ე დ ი !
ჩავლილ წლებს გაჰყვა
ბედნიერი ჩვენი
ბ ა ვ შ ვ ო ბ ა ,
წავიდა , გაქრა , ამაოა
დღეს ძებნა კვალის ...
კაცს არ შეჰფერის
ვ ა ი - ვ ი შ ი და
ა წ მ ყ ო ს გმობა ,
პ ა ნ დ ო რ ა ს ყ უ თ შ ი
ვიდრე ბუდობს
ი მ ე დ ი ხ ვ ა ლ ი ს .
___
ფერები დააკლდა ...
დ ა რ დ მ ა დამიბრიყვა ,
სხვად ვარ კაი ჯანზე ,
გ უ ლ ს ვეღარ ვაყუჩებ ,
ფ ი ქ რ ი ს გ ა ნ დაზაფრულს ...
მ ე რ ც ხ ა ლ ი არ მოფრინდა
მეზობლის აივანზე
და ... თითქოს
ფ ე რ ე ბ ი დ ა ა კ ლ დ ა
გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ს !!!
_______
ვ ე დ რ ე ბ ა !
ბოლოს სულ ყველას გვეწურება
ა ქ ყ ო ფ ნ ი ს ჟ ა მ ი ,
უცნაურ თ ხ ო ვ ნ ა ს ,
სიამაყე ჩემი მკარნახობს :
ს ა ყ ვ ა რ ე ლ ქ ა ლ თ ა ნ
არ დამიდგეს ღ მ ე რ თ ო ეგ წამი _
რათა ს ი კ ვ დ ი ლ თ ა ნ
დ ა მ ა რ ც ხ ე ბ ა ჩემი არ ნახოს !
-----------------

ქვრივი ბორდელში ვერ იმუშავებს,

არ გამოუვა ძაძებით გლოვა,

მას წარამარა გახდიან შავებს,

როგორც კი მისი ,,კლიენტი მოვა!"

Tuesday, November 19, 2024

სახუმარო-სალაღობო, ღიმილი

სახუმარო-სალაღობო 
ღიმილი

მომაგებე ეგ ღიმილი, შემიკეთე სადილი,
რომ მოვიკლა შენი ნახვის წყურვილი და წადილი,
მზე ხარ დიდი და ბავშვივით შენს სხივებში თამაშობ,
მე კი მტოვებ მაგ ღიმილის წინ კვლავ უიარაღოდ.

ეგ ღიმილი ჩამრჩენია გულში, თვალში, უბეში,
მზეო, ცოტა გამიღიმე, ჩემთვის იყოს ნუგეში,
თორემ ამდენ ყვავილებში მოსულებში სალაღოდ,
მე თუ მარჩევ, ვისეირნოთ მთის გადაღმა საამოდ.
მაია დიაკონიძე
19.11.2024 წელი





Monday, November 18, 2024

სახუმარო

 სახუმარო

სხვასთან სტუმრად რავა მივალ,
ვუთხრა, როგორ ვაფასებ,
თუ გავსინჯე ცოტა ღვინო,
აუშვებენ ნაგაზებს.
იტყვიან, რომ მომიპარავს,
რაც ვცეცხლე და რაც ვჭმე,
ვეტყვი, ბიჯოს, ეგ სტრიქონი,
სხვას ასვი და აჭამე.
მაია დიაკონიძე
17.11.2024 წელი
ყველა რ

სალაღობო

 სალაღობო

ლექსის წერა და წაკთხვა ვეღარაფრით გავბედე,
როცა ვხედავ მოელვარე პოეტურ კვეს-აბედებს,
აგერ პოეზიის მეფე ზევით ხოხობს მიაფრენს,
ვითღა დავწერ უფრთო სტრიქონთ, უნაიროთ, იაფებს.
არწივს ფრთები გაუშლია, ზურგზე უზის ხოხობი,
კლდის ქიმზე მათ ელოდება ცად აწვდილი გოდოლი,
იმათ სიყვარულის მომსწრემ, საქმე სულ სხვას მივანდე,
თუღა დავწერ, - მათ საქებარ მონოლოგს და ტირადებს.
მაია დიაკონიძე
13.11.2024 წელი

ლურჯი ფერი

 ლურჯი ფერი

ფერი დააკლდა თითქოს პალიტრას,
შენი თვალების აღარ ჩანს ლურჯი
და ტილოებიც თითქოს ატირდა,
რომ ვეღარ ნახა მონასმი ფუნჯის.
ისროდა შხეფებს წვიმა დილიდან,
ვიჯექი სკამზე ქვასავით მუნჯი,
არა ჰყოფნიდა მხოლოდ სიცილად
ჩემი დარდები მათხოვარს ქუჩის.
როგორც ნაერთი ბმა იონურის,
არამეტალის და ბრმა მეტალის,
არარა იყო აქ ხელოვნური,
ბოძს მიკრობოდა, როგორც მედალი.
ელვას გაეპო იმისთვის მკერდი,
ხელნი ჯვარივით ბოძზე დაეწყო,
გარეთ ისმოდა ოპერა ვერდის,
ლურჯ ფერს იმისი სული აევსო..
მაია დიაკონიძე
5.05.2023 წელი

სიმღერა (სატფიალო)

 სიმღერა

თითქოს არავინ არა ვარ,
და არც არავინ ვიყავ,
ერთი ქუჩი ვარ პატარა,
გადმოვარდნილი მთიდან.
არ მომერიოს ქარცივი,
არ შემხვდეს ყინვა, თოში,
შავი კლდისა ვარ ღიმილი,
მზევ, ნუ დამტოვებ თოვლში!
მაია დიაკონიძე
15.11.2024 წელი

მინიმა (პატრიოტული)

 ****

ჩამოიგლიჯე ქართული რუკა,
და ახლა სულ სხვა სითხით ივსები,
სამშობლო გიდგას, ვერა გრძნობ, უკან?!
ყველაზე უფრო დასაფიცები.
მაია დიაკონიძე
16.11.2024 წელი

ტირის დედა (საბავშვო)

 ტირის დედა

ხახვსა ჭრის და ტირის დედა,
ცრემლები სდის ღაპაღუპით,
- ნეტავი ვინ გააბრაზა,
მოუმატა თენგომ წუხილს.
დედას ნიშნად თანაგრძნობის
ხელი ხელში ჩაატია,
- არა ვდარდობ, -უთხრა დედამ,
ხახვის წვენმა ამატირა.
მაია დიაკონიძე
23.07.2018 წელი

ვის ვუტოვებთ?! (პატრიოტული)

 ვის ვუტოვებთ?!

ჩემში, შენში, მასში, სხვაში,
მე ქართველი ვერ ვცან,
ვის ვუტოვებთ, აბა, მაშინ
ამ ქათქათა ზეცას?!
ერთი თოფის გასროლაზე
ჩიტივით რომ ფრთხება,
ვიღაც კიდევ აწყობს ვაზნებს,
რიგ- რიგ, წყება- წყებად.
ჩემში, შენში, მასში, სხვაში
მე ქართველი ვერ ვცან,
ვის ვუტოვებთ, მაშ, მითხარით,
ამ ქათქათა ზეცას?!
მაია დიაკონიძე
18.11.2024 წელი

და კვლავ მაწვიმს...

 და კვლავ მაწვიმს...

ხოხობი ხარ, თუ დურაჯი,
თავზე მადგას შენი ცა,
შემოსილხარ ლურჯ ქულაჯით,
თვალი შენკენ გამექცა.
დაწინწკლურხარ, როგორც შველი,
თეთრი ჟრუნა ღრუბლებით,
როცა ვწუხვარ, შენა მშველი,
ნაზად მებულბულები.
გადამიხსნი გულმკერდს დარდით
და შორიდან მახედებ,
დრო კი გარბის მარად მარდი
და კვლავ მაწვიმს სახეზე.
მაია დიაკონიძე
18.11.2024 წელი

Friday, November 15, 2024

სიმღერა (სატრფიალო)

სიმღერა
ქარს გაუდის რია-რია,
ეხეთქება კლდეს და კბოდეს,
ჩემი გულის ხმაურია,
დაგინახავ შენ ერთს ოდეს.
წკაპა-წკუპით მოდის წვიმა,
ქოლგა სულ არ მინდა მქონდეს,
შენი სიყვარული მიცავს,
დაგინახავ შენ ერთს ოდეს.
მზე სხივს მესვრის, მაბნევს გულზე,
როგორც ზურმუხტს მწვანე კორდებს,
ხომ მომისწრებ, ბიჭო, სულზე,
რადგან გიცდი შენ ერთს ოდეს.
მაია დიაკონიძე
15.11.2024 წელი

მინდა ხელები წამომაშველო

 მხოლოდ შენ მინდა წამომაყენო!


დღეს მისდევს ახალ დღეების სევდა,

შენთვის ვსუნთქავ და შენთვის ვარსებობ,

თუ წავიქეცი, დამეცა ელდა,

მინდა, ხელები წამომაშველო.


როგორ გავცვალო არწივი ქორში,

ან ვინ ვიპოვო შენი საფერო,

თუ წავიქეცი, დამეცა ელდა,

მინდა, ხელები წამომაშველო.


ჩემი ფიქრი ხარ სივრცეში,დროში,

შენ სიბრძნის კონავ, აზრო, მაშველო,

თუ წავიქეცი, დამეცა ელდა,

მინდა, ხელები წამომაშველო.

.



Thursday, November 14, 2024

თქვენ რას გაატანდით?! (საბავშვო)

 თქვენ რას გაატანდით?!


ჰა და ჰა და ჰა და ჰაო,

რა ამბავი გადამხდაო,

ბებომ ჩემთვის მოამზადა

ბოსტნეულის სალათაო,

მოვდიოდი, დავინახე,

ციყვს მიჰქონდა კალათაო,

მაგიდას რომ მივუჯექი,

არაფერი არ დამხვდაო.

კურდღლისათვის წაუღია

ცქვიტოს ჩემი სალათაო.

ბაჭიები ვერ ყოფილან 

ჯანმრთელად და კარგადაო,

ახლა ვფიქრობ, ბაჭიებთან

ციყვს კიდევ რა გავატანო?!




Wednesday, November 13, 2024

სალაღობო

სალაღობო
ლექსის წერა და წაკთხვა ვეღარაფრით გავბედე,
როცა ვხედავ მოელვარე პოეტურ კვეს-აბედებს,
აგერ პოეზიის მეფე ზევით ხოხობს მიაფრენს,
ვითღა დავწერ უფრთო სტრიქონთ, უნაიროთ, იაფებს.
არწივს ფრთები გაუშლია, ზურგზე უზის ხოხობი,
კლდის ქიმზე მათ ელოდება ცად აწვდილი გოდოლი,
იმათ სიყვარულის მომსწრემ, საქმე სულ სხვას მივანდე,
თუღა დავწერ მათ საქებარ მონოლოგს და ტირადებს.
მაია დიაკონიძე
13.11.2024 წელი

Tuesday, November 12, 2024

კაკალი და ილია (საბავშვო)

კაკალი და ილია


კაკალი ვერ გატეხა 

კბილით ციცქნა ილიამ,

გოგოების წინაშე,

არ იტეხდა იხტიბარს,

ბებიკომ მიაძახა,

ბიჭო, განა ციყვი ხარ?!

მაგათი საამაყო 

ეგ მაგარი კბილია.

ჩვენ კი ადამიანებს

ღმერთმა მოგვცა ასეთი,

ვახრამუნოთ მხოლოდღა

ნუგბარი და კანფეტი.




მინიმა

მეხვივნენ ცრუ მოყვასები,

მუხლზე ვიდექი აჯებით,

მაინც სად იყვნენ ამდენი 

ეშმაკები და ქაჯები.

ვერავის ვერ შევასმინე

ამ ჩემი გულის ნადები.

მაია დიაკონიძე

24.05.2024 წელი



ვერაფერი მოერევა (საბავშვო)

ვერაფერი მოერევა!
ქარი ქარს შეეკრა მუშტად,
წვიმა - წვიმას, კაცი - კაცს,
საქართველოს ლამაზ ცაზე
ცისარტყელა გაბრწყინდა.
ბიჭმა გოგოს გაუღიმა,
გოგომ - ბიჭს და ქალმა - კაცს,
რა ძალა ძლევს ამ ქვეყანად
ღიმილების ანდამატს?!
მაია დიაკონიძე
12.11.2024 წელი


Monday, November 11, 2024

სოფუკას ჩივილი (საბავშვო)

სოფუკას ჩივილი
ამეტუზა გვერდზე ფისო,
კნავის, თეფშზე რა არისო,
მე ვუთხარი: არის კექსი,
შემწვარ თევზზე უკეთესი.
აიბზიკა კუდი მარდად,
უცებ თავზე გადამახტა,
ვის ვაჭამო ახლა კექსი,
გამოვაცხვე ნუთუ ჩემთვის?!
მაია დიაკონიძე
11.11.2024 წელი



აღარა მაქვს სურვილი!

 აღარა მაქვს სურვილი!

აღარა მაქვს სურვილი,
გმირი ვიყო ზღაპრების
და გავცურო მკლავურით
პოეზიის ტალღებში,
ვიღაც ბრასით მიცურავს,
ყვინთავენ აკვალანგით,
მე ნაპირზე ვიჯდები
თეთრი ქაფის კალათში.
მაია დიაკონიძე
11.11.2024 წელი

Sunday, November 10, 2024

პაწაწინა სალომეა (საბავშვო)

 უფროსების გამგონეა,

პაწაწინა სალომეა,

განა ამტვრევს ატმის ტოტებს,

ქარი ამტვრევს და თან გოდებს.

,,შემომიშვი, სალო, სახლში",

ეხვეწება, როგორც ბავშვი.

კარს აწვება, რაც ღონე აქვს,

ქარს გასძახის სალომეა:

,,არ გწყურია და არც გშია.

ეს სულ შენი თამაშია,

გინდა სახლში შემოვარდე,

ციბრუტივით დატრიალდე,

თვითონ დარჩე თბილად სახლში,

ჩვენ გაგვყარო ყველა კარში?!"

კარს არ უღებს სალომეა,

უფროსების გამგონეა.







სანამ ვიქნები

სანამ ვიქნები, დაე, ვიყო აქ,

არ ვურჩევ ჩემს თავს, მე სხვაგან ყოფნას,

სად ვნახო მერე ჩემი ნიკორა,

სად ვნახო დიდი ქართლოსის  მოდგმა,

სად ვნახო ველი ნაყოფიერი,

მთა მყინვარებით, ანკარა წყლებით,

ღმერთო, მოგვეცი ცა შენმიერი,

ღმერთო, მოგვეცი დიდების წლები.



შარბათად შეგსვი!

 შარბეთად შეგსვი, მარაბდავ,

კრწანისს შემეკრა კრიჭა,

გული სინანულს მალავდა,

გადმოცლილიყო ფიჭა,


ტკბილს ისევ მწარე მიჯობდა,

ხორბალს მერჩია ცერცვი,

კარად მოჯარულ ქისტობას

ვაჭამე ფიცი-ვერცხლით.


გარნისს შემორჩა გმირობა 

ოთხი ათასი მესხის,

ჯალალედინის პირობა:

,,გაწყვიტეთ", ახლაც მესმის.


მათ შემცილებელს მოველი

ამ ქვეყნის სიყვარულში,

კოხტასთავს იყო თორელიც,

ცოტნესავით ზნესრული.


შემოგგვედრივარ უფალო,

აღარ დაგვეგოს მახე,

ისე არ მოვკვდე, არ ვნახო,

მე ერისკაცის სახე.










Saturday, November 9, 2024

შვილს!

ვინ გადაგვარცხნა ქოჩორი, 

გიფრთხილდებოდა მუდამ,

ახლაც წინ მიდევს გზა შორი,

გამიწევია გუდანს.


მინდა ჯვარს ვთხოვო შეწევნა,

არ შეგიცვალოს სისხლი,

ნეტავ, აქ  მთასთან გეცეკვა,

ზედ რომ ყაყაჩო იწვის,


სად ვარდი სწყდება ალიონს,

ჩამოდის სახედ პირმზის,

შუქი სდის არაგვს და იორს,

ძვლები პაპათა გიცდის,


ვინ გადაგვარცხნა ქოჩორი, 

გიფრთხილდებოდა მუდამ,

ახლაც წინ მიდევს გზა შორი,

გამიწევია გუდანს.





მინიმა

 ბედი არის  ქვეყანად ყველაფერი,

ბედი არის თურმე წარმატებაც,

შეაშველო უნდა შენს ბედს ხელი,

თორემ ნიჭიც სულ უკვალოდ ქრება.



Friday, November 8, 2024

შეხვედრა (საბავშვო)

შეხვედრა
დათვმა წყალზე წაიყვანა
თავის ორი დათუჩა,
წყალზე იყო მაშინ შველიც,
ნუკრიც, ფეხებფაჩუჩა.
დათვებს ნუკრი მოეწონათ,
ნუკრს კი ეს დათუჩები
და ერთმანეთს საკოცნელად
გაუშვირეს დრუნჩები.
შველმა დიდ დათვს გადახედა,
დათვმა - ახალ მეგობარს
და მას მერე იმ დიდ ტყეში
ჩამოვარდა ერთობა.
მაია დიაკონიძე
8.11.2024 წელი

Thursday, November 7, 2024

ციკლიდან: ,,სამშობლო უპირველეს ყოვლისა" იმედის ვარდი

იმედის ვარდი
შევებმეოდი უღელში,
რომ ვყოფილიყავ ხარი,
ხომ ვიქნებოდი ნუგეში
ჩემი სამშობლო მხარის.
რომ ვყოფილიყავ გოდოლი,
ხომ შევწვდებოდი ზეცას,
ვერ დამიჭერდა ოლოლი
კუდმაკრატელა მერცხალს.
სულში სილაღე ჩამიდგან
ნიავისა და ქარის,
არ დაგიდევდე ამინდებს,
არც წყვდიადს შავი ღამის.
ტალღას ტალღაზე ვაწყობდე,
ზღვათა მუსიკას ვქმნიდე,
უფალი ჩვენა გვწყალობდეს,
გვმშვენოდეს ტრფობის რიდე.
ნეტავ კვლავ აყვავდებოდეს
ბაღში იმედის ვარდი,
და ფიქრებს საქართველოზე
არ გასდიოდეს ყავლი.
მაია დიაკონიძე
7.11.2024 წელი


რობაიები

 უხვად გწალობდა, შენ სამშობლოვ, ჩვენი მესია,

,,ვეფხისტყაოსანს" ქმნიდნენ დიდნი, აბდულმესიანს,

,,იყო და არა იყო რაო", ასე იტყვიან,

თუ ზურგს შეაქცევ, როცა გკლავენ, როცა გესვრიან.


ბავშვობიდანვე გვაყვარებდნენ ზღაპრებს, არაკებს,

და შევხაროდით  მზეჭაბუკებს, ვით ამხანაგებს,

მაგრამ სად გაქრა ბედნიერი, ტკბილი წარსული?!

დევნი დაგვირჩნენ, - აი,  ეს თუ მალაპარაკებს.

6.11.2024 წელი


Wednesday, November 6, 2024

მე გეუბნები!

 მე გეუბნები: - მიყვარხარ,

შენ მეუბნები - მეც,
მაგრამ ეგ შენი ნათქვამი,
უფრო ლამაზად ჟღერს.
მე გეუბნები - სულს მოგცემ,
შენ მეუბნები - მეც,
მაგრამ ეგ შენი ნათქვამი
უფრო ლამაზად ჟღერს.
მინდა რომ მალე გიხილო,
შენ მეუბნები - მეც,
მაგრამ ეგ შენი ნათქვამი
უფრო ლამაზად ჟღერს.
შემოვიაროთ ეს მთები,
ქვევით ჩავუყვეთ ხევს,
გულო, თუ არა ბერდები,
კიდევ მოვასწრებთ ბევრს.
მაია დიაკონიძე
6.11.2024 წელი

Tuesday, November 5, 2024

დილის ოფორტი

დილის ოფორტი
სოფლის გზაზე გავიარე,
ძაღლი შემხვდა დილიდან,
ილოკავდა ნაიარევს,
მიყურებდა ირიბად.
ჩემთან სახლში რად არა სჯობს?!
ვუქაჩავდი შავ ყურებს
მითხრა: ვინღამ უდარაჯოს,
ამ ეზოს და ამ ყურეს.
აგერ ძროხა, იქით ცხვარი,
ერკემალი ოქროს რქით, -
ძაღლის საპატრონოდ ვცანი...
ესეც დილის ოფორტი.
მაია დიაკონიძე
4.11.2024 წელი
ოფორტი - ლითონზე შესრულებული გრავიურა

ჩიტი მარეკი

 ჩიტი მარეკი

- რატომ ხარ, დედა, მობუზული ყველა ფოტოზე, -
მაცქერდება და მეკითხება ღიმილით სოფო,
- თქვენს ბედზე ვფიქრობ, მომავალზე, განა ფოტონზე,
კი მინდა ვგავდე ფერადსა და დავარცხნილ ოფოფს.
წლებმა გამტეხა, დამსევია შუბლზე ღარები,
მიახლოვდება ზამთარი და შევკეცე ფრთები,
სანამ მომივა, წინ გამიგდებს ჩიტი მარეკი,
მოვემზადები, რომ დავფრინდე ღვთიშობლის ფერხთით...
მაია დიაკონიძე
3.11.2024 წელი





,,ჰოი, ნანინა-ნინა", მინიმა

მისი ჭრიალი მაკრთობს, მისი ჭრიალი მტკივა,

რად მაიტოვე,კაცო, შენი სახლი და ბინა,

არც ღირებულხარ მაშინ ერთ ქართულ ღვინის ტიკად,

დაგვიწყებია დედის ,,ჰოი, ნანინა-ნინა".


არ შემიძლია კი განა?!

არ შემიძლია კი განა?!
არ შემიძლია კი განა,
შენზე დავწერო ლექსები,
მაგრამ გიხსენებ და თვალში
სიმწრის ცრემლებად მევსები.
ლანდებს რა დალევთ მდუმარეთ,
ჩნდებიან, გარს მეხვევიან,
საქართველოს თუ უწამლე,
თვალებით მეკითხებიან.
მე კი ვზივარ და ვტირივარ,
მიწას მიჰყვება ნაკადი,
დედაბერისა არ იყოს,
მოვიკუნტე და გავთავდი.
პასუხიც ვერ გამიცია,
თვალებში როგორ ვუმზირო,
შენ რაღად დაპატარავდი,
სამშობლოვ, ან თუ იცი რო?!
ვის ვუთხრა, შვილი გღალატობს,
ვის ვუთხრა, ისევ შვილი გმტრობს,
ცრემლის არ მწყდება ნაკადი,
ამიტომა და იმიტომ...
არ შემიძლია კი განა,
შენზე დავწერო ლექსები,
მაგრამ გიხსენებ და თვალში
სიმწრის ცრემლებად მევსები.
მაია დიაკონიძე
5.11.2024 წელი

Monday, November 4, 2024

მაგრამ, ვაიმე, შენც?!

მაგრამ, ვაიმე, შენც?!

ქვეყნად რა აღარ მინახავს,
ჩამქრალი მთვარეც, მზეც,
ბევრმა მიყელა, მიგანა,
მაგრამ, ვაიმე, შენც?!

როცა ვისხამდი იარაღს,
ვით წინაპრების ძღვენს,
გულზე დამაჭდეს იარა,
მაგრამ, ვაიმე, შენც?!

ღრუბელად გადამიარა,
რაც გულისგულში ძევს,
შხამის შემასვეს ფიალა,
მაგრამ, ვაიმე, შენც?!
მაია დიაკონიძე
3.11.2024 წელი

 ზოგმა ხანჯალი შეგარჭო,

ზოგმა - ისარი, ხიჭვი,

გარდმოგევლინა ზეგარდმო

ძალა, ხელახლა იშვი.


ქართულ მიწას და სალოცავს,

ისევ ქართველი ჰყიდის,

როგორც ასპიტი დაცოცავს,

არად დაგიდევს ტკივილს.


შენ მეცხრე ცაზე მაღლდები,

წინ კვლავ ნათელი გიძღვის,

როგორც ფენიქსი აღსდგები

შოთასეული ნიჭით.



Sunday, November 3, 2024

შენზე ვფიქრობ!

შენზე ვფიქრობ!
დღე-ღამეში ოცდაოთხი საათია,
და საათში თითქმის ყველა წამი,
შენზე ვფიქრობ, გადამივლის აპათია,
როცა ბრჭყვინავ მზეზე დილის ნამი.
რაღაც აღარ მანებივრებ შენი ხილვით,
შემოდგომის მზე ვარ, ასე ამბობ,
გეფარება, ვხედავ უკვე რუხი ნისლი,
მე კი მხოლოდ შენს დანახვას ვნატრობ.
დღე-ღამეში ოცდაოთხი საათია,
და საათში თითქმის ყველა წამი,
შენზე ვფიქრობ, გადამივლის აპათია,
როცა ბრჭყვინავ მზეზე დილის ნამი.
მაია დიაკონიძე
2.11.2024 წელი

Saturday, November 2, 2024

 გაიცვითა კიბეების საფეხური

და ცოდვები ჩამომსხდარან ვით კირთები,

ჩემს სილაღეს ჩამოაცვეს აპეური,

მომავალშიც, ნეტავ, ბედო, რას მპირდები.


მეუბნები, დატკბი ხეთა სილამაზით,

მეუბნები, თბილისი მზის ქალაქია,

მაგრამ მხარზე პაწაწინა ჩიტი მაზის,

მზის სხივები იმისათვის ალალია.


ის კი მზის ქვეშ ვერ პოულობს თავის ადგილს,

წყლის ნამშიც კი ვიღაც დიდი ეცილება,

ყვავს და ჩხიკვსაც უყვართ მხოლდ თავიანთი,

მე კი მხოლოდ ის ჩიტუნა მედიდება.





მინიმა

ვერ ვეწიე დიდებას,

ან ვინ გამადიდებდა,

მივყვებოდი დინებას,

გზა ჩაკეტეს დიდებმა.


მინიმები

 ისევ მინიმალური პოეზია:

***
სინდისი მძიმე ლოდებად მაწევს,
ვერ ვიცავ ცოდვათ შორის ინტერვალს,
მოვიშველიებ ბებიას საცერს,
ცოტა ფქვილი ხომ მაინც დარჩება.
***
ვფართხალებ, როგორც უმწეო ჩიტი,,
ძალიან მინდა ცაში გაფრენა,
მაგრამ ვიღაცა ცხვირწინ გზას მიჭრის,
ამბობს: - მიწაა შენი არენა.
მაია დიაკონიძე
2.11.2014 წელი

Friday, November 1, 2024

მინიატურა, გოდერძი ჩოხელის სახ, კონკურსზე გაგზავნილი

 

                                                   გიჟი თუ…            ავტ. მაია დიაკონიძე

      ზეწარი    დახია სამ ნაწილად, ერთმანეთზე გადააბა, ერთი ბოლო სახლში ტახტის ფეხზე დაამაგრა, მეორე აივნიდან გადაუშვა, ზედ დაკონწიალებას და ძირს ჩახტომას აპირებდა, რომ გარეთ ყვირილი ატყდა,   - რას შვრებით, ბატონო, რა სასიკვდილოდ გადაგიდიათ თავი?! - იძახდა ერთი შლიაპიანი ქალბატონი. -- სდექ, მეგობარო, - ვიღაცა კაცი გამეტებით იქნევდა ხელებს და შეჩერებას სთხოვდა. ნელ-ნელა ქვევით გვარიანად მოგროვდა ხალხი. ნახევრადგონებაზე მყოფი ძლივს-ძლივს არჩევდა სახეებს, .ზოგი ეშმაკს მიამსგავსა, ზოგი - ანგელოზს. ანგელოზები ეხვეწებოდნენ, არ გადმოხტეო. ეშმაკები კი უღიმოდნენ, თავისკენ იწვვდნენ, პატარა რქებს არც კი მალავდნენ. გაუგებრობაში მყოფი რამდენჯერმე მიიმალა სახლში, რამდენჯერმე გამოვიდა აივანზე. აგერ პოლიციელებიც გამოჩნდნენ, სიტუაცია დაზვერეს. კაცს ჩაეღიმა, - ესენიღა მაკლდნენ,  -- ,,ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო”, - ჩუმად ჩაიჩურჩულა. დრო გაიწელა, ზეწარს ქარი აფრიალებდა. ისევ მოჰკიდა ხელი, ისევ სცადა ხელის ჩაჭიდება  და გადმოხტომა. გარეთ ერთხმად იზმუვლა ხალხმა. ამან უეცრად შეაკრთო. უკან დაიხია. ისევ სახლში შევიდა. კარებში გასაღები გაჩხაკუნდა, სახლში შვილთან ერთად პოლიციელები შემოცვივდნენ. უკან ხელები გადაუგრიხეს და ტახტზე დასვეს. ზეწარიც ამოათრიეს ქვევიდან, ისიც გვრდზე ამოუდეს.

- რა გინდოდა, მამა, - რაზე ხტებოდი, - ესმოდა შვილის ხმა. - როდემდე უნდა აძახებინო ხალხს ,,გიჟი”? დავიღალე…

- აბა, რაზე ჩამკეტეთ? - გგონიათ ღვინის სმას გადამაჩვევთ?! ღვინო სიყვარულია, სიყვარული მწყურია, სიყვარული მაკლია… -  თავი ჩაქინდრა. იქით უწსრიგოდ მიმოფანტულ ფუნჯებს და საღებავებს გადახედა, ცოლის პორტრეტს. მერე დაუმთავრებელ სურათს მიაჩერდა.  სურათზე ფიროსმანი მოაბიჯებდა მისკენ ხელგაშლილი. უნდოდა, ამდგარიყო, გულში ჩაკრობოდა , წამოდგომა სცადა, პოლიციელებმა შეაჩერეს, ადგილზე დასვეს. კარგა ხანს წერდნენ დაკითხვის ოქმს, მეზობლებმა გამოგვიძახეს, უნდა შევადგინოთო. ამასობაში კაცი გამოფხიზლდა. პირობა მისცა იქმყოფთ, ამას აღარ გავაკეთებო. მამა-შვილი პირისპირ დარჩა, ორივე დუმდა.

-ხომ დავაყენე ფეხზე მთელი, უბანი. - აქირქილდა კაცი. ანგელოზები თუ დაინახეო, ჰკითხა შვილს. მიხვდა შვილი, რომ მამა ისევ არ იყო გონებაზე. სისხლი მოაწვა თავში. იმ ღამეს თვითონ გადახტა მეხუთე სართულიდან. ვერაფერი გაიგო მამამ. დაინახა, ერთი ანგელოზი როგორ გაფრინდა მიწიდან.

 

ავტორი: მაია დიაკონიძე

პირადობის ნომერი: 01007010461

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის პრ. 99ა, ბინა 25

ტელ. ნომერი: 551080607

ელფოსტის მისამართი:  sofochelidze88@gmail.com