Sunday, March 5, 2023

შენ, სამშობლო!

 მე მგონია, სიყვარულმა დამფლა,

ქვაღორღივით ჩავეზიდე მიწას,

შენ სამშობლო, როგორ გითხრა, არა,

შეყვარებულს შენს გულმკერდზე მძინავს.


მომახვიე შენი მთა და ქედი,

მუხასავით  ზეძლიერი მკლავი,

შენ, სამშობლო, არას, როგორ გეტყვი,

შენსავით ხომ არ ვეტრფოდი არვის.


ვერცხლისფერი შენი თმები მიყვარს,

შენი თეთრი თოვლიანი თავი,

აბა, ჩემო, როგორ გეტყვი არას,

დაგიკოცნე ყვავილთ ნატერფალი.


ბალახებით  დამიამე წყლული, 

მომიფონე შენი ტკბილი ენით,

შენ სამშობლო, როგორ გეტყვი არას,

როცა შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი.








No comments:

Post a Comment