Monday, March 6, 2023

გზად ალვებს ცეცხლი წაკიდებიათ,
მეც რომ დავიწვა, მზევ, შენკენ მიწვევ,
თითქოს ცისაკენ რაც ხიდებია,
გადაუპენტავს ყვავილებს წითელს.
მტკვარს დასდგომია უცხო ნათელი,
აბო თბილელის ღვივის ჭრილობა,
ასი ათასი იწვის სანთელი,
თითქოს შემდგარა წმინდანთ ყრილობა.


No comments:

Post a Comment