იქნებ, შენ ახლა ბავშვივით გძინავს,
როგორც სულ ადრე, ნახულობ ზღაპრებს,
ამარცხებ ალბათ ურჩხულებს მძვინვარს,
გმობ დედინაცვალს, ხორბალს რომ აბნევს.
გინდა მოარგო კონკიას ქოში,
გაჭირვებისგან გმირულად იხსნა,
იცი, არა ღირს გახვრეტილ გროშად,
უსიყვარულოდ ეს ცა და მიწა.
მე შორიახლო შენს ძილს ვდარაჯობ,
მსურს რომ სათქმელი სიზმარში გითხრა,
გავხსენ განძი და ყველა სალარო,
რომ საზღაური მოგიზღო გმირთა.
No comments:
Post a Comment