მარი ჟღენტს ,,ნისლის" პასუხის პასუხად
სიტყვები რა არის, როდესაც გწყურია,
შემოდის სისხლში და უჯრედებს ალაგებს,
და აზრიც არა აქვს არაფერს სრულიად,
როცა ბედს გიჟმაჟი ამური განაგებს.
ბარძიმი ტკბილ - მწარე ნაჟურით ივსება,
სიყვარულს თან ახლავს სიმწარე იელის,
და ვიტყვი, ვინც ამ სენს გადურჩა, დიდება,
ზეციურს, ღვთიურს, არარსებულს მიელტვის.
თუნდ ერთი ღიმილი, თვალების შეხედვა,
გავსებს და დაჭრილ სულს მალამოდ ედება,
მთებიდან მოდიხარ, ვით ,,ვაჟას მდინარე",
ტალღების ღრიალით ცას სწვდება ვედრება. .
გიყვარდეს! გიყვარდეს! რომ არ დაიძინო,
არ გადაგიაროს სურომ და ფითრებმა,
ორბივით ამაყად იფრინო მზისაკენ,
თუნდ წამით გაგრძელდეს ეს თავდავიწყება.
მაია დიაკონიძე
8.03.2023 წელი
No comments:
Post a Comment