Wednesday, March 1, 2023

 არ დამიჯერებ, გაზაფხულის სუნთქვა ხარ ჩემი,

ყვავილთა ველი, ვარდების და იების ბაღი,

სურნელი მთების, ვიოლინოს ნატიფი ხემი,

მერანი ცაში მფრინავი, რომ ვერ იხდენს აღვირს.


შენ ლურჯი ცა ხარ, ატლანტივით გაშლილი მხრებით,

კავკასიონის მწვერვალებზე დაწნული ტაბლა,

მე კი უბრალო მარმარილო, ამ მიწის მტვერი,

ჩემო გრიგალო, გთხოვ წამიღო ღრუბლებთან მაღლა.







No comments:

Post a Comment