Saturday, March 4, 2023

 ხან ოცნებებსაც აცვდებათ ფრთები,

როგორც ჩიტები, შეწყვეტენ ფრენას,

და რომ გეგონა, ეწვიე მიზანს,

თურმე მირაჟი ყოფილა ყველა.


გამოიზამთროს იქნება გულმა,

მაგრამ დაგატყო ღრმა კვალი წლებმა,

რომ გაზაფხული არ არის შენთვის,

ამას ვიღაცის სახეზე ხედავ.



No comments:

Post a Comment