Sunday, March 5, 2023

როცა ქარვები მივკარგ-მოვკარგე (სატრფიალო)

 

როცა ქარვები მივკარგ-მოვკარგე!

მთიდან დიოდა ღრუბლების ნისლი,
მეხურებოდა ნაცრისფერ რიდედ,
და ტანში ისევ ელვებად მივლის
შენ რომ იმ ღამეს თვალები მკიდე.

როცა ქარვები მივკარგ-მოვკარგე,
ზედ მივაყოლე ზურმუხტი, ლალი,
შენ ჩემში იშვი, როგორც გრიგალი,
როგორც სამყაროს გული და თვალი.

შენ დამიამე ყველა ტკივილი,
მომფინე შენი ლამაზი ღიმი,
და ახლაც შენი ნაზი თითების
თრთოლვა მთრთოლვარე სხეულზე მივლის.
მაია დიაკონიძე
5.03.2023წელი

No comments:

Post a Comment