ჩამი-ჩუმი აღარ ისმის,
თებერვალი იხდის ჩაჩქანს,
ისე ფეხაკრეფით მიდის,
ვირუკელას მოჰგავს ჩაქჩაქს.
მარტი გიჟი გზას უღობავს,
ყვავილების ადგამს გვირგვინს,
მომავლისკენ გზას ულოცავს,
ის კი დგას და აღარ მიდის.
ამიტომაც ზამთრის სუსხი
თან მოყვება გაზაფხულსაც,
მარტი ვირზე შემომჯდარი,
შემოგვყურებს თვალფახულა.
თავზე გვაყრის ყვავილს ასფერს,
ია ტყეში განაბულა,
განა ნახავთ გიჟმაჟს ასეთს,
ყველა უყვარს ათასგულას.
No comments:
Post a Comment