და უშენობის სივრცეებში შორით მივყავარ,
ზეცის ტატნობზე მზე სხივს ისვრის, ბრწყინავს, ღიმილობს,
ახლაღა ვხვდები, შენთვის, ჩემო, თურმე, ვინა ვარ!
მე მზე ვარ, დიდი, რომ არ იცვლის არასდროს ფერებს,
და სიყვარულის რომ არ კარგავს არასდროს ძალას,
ვიცი რომ მაწვევ, როცა გნახავ, ზეციურ ედემს,
და ჩემი ეშხით აფრთიანებ ბატის ფრთის კალამს..
შენ მეუბნები: ,,მზე ხარო,
ია, ვარდი და ღიღილო,
თითქო რაღაცით მგეხარო,
ცისა და მიწის ღიმილო.
არ მომწყინდება რომ გაქო,
ტოროლავ, შენ ხმაწკრიალავ,
ადგომას დილით დამასწრობ,
თავს დაადგები იალაღს,
განა მე მაგის შნოი მაქვს,
ღმერთმა ნიჭი შენ გიბოძა,
სიმღერა მთა-ველს მოიარს,
ყველგან დათესავ მშვიდობას!.
უფალს ვთხოვ, არ დაგეხუროს
არსად კარი და სარკმელი,
ქვეყანას რომ ემსახურო,
გდევდეს სურნელი საკმევლის".
,
No comments:
Post a Comment