Sunday, March 5, 2023

პოეზია დღეს

 პოეზია მე მეგონა რაშთა ფრენა,

სახეზეა ჯაგლაგების მარათონი,
რად მოღალონ ბულბულებმა თვისი ენა,
უხმოდა ჟღერს პოეზიაც არაგონის.

ლექსის ვერ გრძნობენ როდესაც გემოს, 
რაში ერევათ ჯაგლაგა ცხენში,
ემონებიათ შავფრთიან დემონს, 
ვეღარ უცვნიათ პოეტი ბევრში.

უნიჭოს ხვდება ქება და ტაში,
ყვავის ყრანტალში ერევათ სტვენა,
ყვავილებს სულში ვინ მორწყავს მაშინ,
თუ ჩვენს გულებში პოეტი კვდება.






No comments:

Post a Comment