სასწაული იყო, მაგრამ ბავშვობაში შაქრიან პურს ვჭამდი ხოლმე, ზედ წყალსაც მოვასხამდი და იმ დღეს აუცილებლად მივიღებდი წერილს დედასგან ან მამასგან, რომლებიც ჩვენ უკრაინაში ბებიასთან გვტოვებდნენ, თვითონ საქართველოში ბრუნდებოდნენ, აბა, სამ თვიან შვებულებას ვინ მისცემდა?! მეც ძალიან რომ მომენატრებოდნენ მშობლები, ეს საიდუმლოება ერთმა გოგონამ მასწავლა, ალბათ, ჯადოქარი თუ იყო, პურის ნაჭერს მოვიჭრიდი, შაქარს მოვაყრიდი, წყალსაც მოვასხამდი, ნეტავ, რა მაჭმევდა?! იმ დღეს თუ არა, მეორე დღეს წერილი გარანტირებული მქონდა. თუ სიზმარში სისხლს ვნახავდი, დედა ან მამა ჩამოვიდოდა. ახლა ვფიქრობ, არსებობს რაღაც უხილავი ძაფები, მშობლებს და შვილებს ერთმანეთთან რომ აკავშირებს და ისინი სიკვდილის მერეც არ იკარგება, ეს კავშირი სამუდამოა, ასე ვფიქრობ და რა ვქნა?!
Wednesday, March 31, 2021
ზვიად გამსახურდიას!
შეწირულო შვილო და შეწირულო მამაო,
ქვეყანაში ჩვენსაში აცივდა და დაზამთრდა,
იყიდება ყოველი, გაჰყიდიან მამასაც,
გოჯი მიწაც არ გვრჩება, აუწიეთ მაზანდა!
შეწირულო შვილო და შეწირულო მამაო,
აღარ აგაზაფხულდა, არ აყვავდა, არ დათბა,
სისხლით სავსე ჭურვებით აუვსიათ ჭურები,
მიწამ ვეღარ გაუძლო, ნაწილებად გადასკდა.
შეწირულო შვილო და შეწირულო მამულო,
უზნეოთა ხუშტურებს ეს ქვეყანა გადაჰყვა,
მომავალიც არა ჩანს, ძროხაც დაშრა მეწველი,
სამუდამოდ ჩავკეტავთ დარუბანდს და დარაბას.
Tuesday, March 30, 2021
შაირობა მაია დიაკონიძე, ზურაბ ქობალია
მაია დიაკონიძე:
დავხტივართ და დავრბივართ,
თავს ვიწონებთ "მე"-თი,
"მე" და "მე"-ს რომ გავიძახით,
დაგვერქმევა თხები.
ზურაბ ქობალია:
უფრო ბატკანი მგონიხარ,
ან კიდევ იქნებ, ცხვარი,
თხას რა ხელი აქვს შენთანა,
არ ჩანხარ ეგრე ცხარი...
მაია დიაკონიძე:
ცხარი არა ვარ ნამდვილად,
არც მით უმეტეს, ცხვარი,
კლდეებზე მიყვარს რონინი,
ვგონებ, უფრო ვარ თხაი.
ზურაბ ქობალია:
კლდეებზე მორონინეა
თხის გარდა, კიდევ ჯიხვი,,
ახლა გამიჩნდა იდეა,
დღეს ამას იქით ვითვლი...
ჯეირანიც და არჩვებიც
ლაღად დახტიან კლდეზე,
ბედი რომ მქონდეს არჩევნის,
არ ვინადირებ თხებზე...
მაია დიაკონიძე:
გინდათ თქვათ, არჩვი მჯობია,
ჯეირანი ან ჯიხვი?!
მათზე ნადირობს ამჟამად
ან მამაცი ან ბრიყვი,
თქვენ რომელ კატეგორიას
განეკუთვნებით, იცით?!
ზურაბ ქობალია:
მაგის დადგენას ვცდილობ და
არც მეცილება არვინ,
შენ არ მგონიხარ არც ერთი,
შენ ნახატი ხარ კალმით...
მე მონადირედ ვეხეტე,
მოვვლე კლდენი და ხევნი,
აღარ ვნადირობ აწ უკვე,
დასვენების მაქვს დღენი.
მაია დიაკონიძე:
ნამდვილად, დასვენების დღე
მონადირესაც სჭირდება,
თორემ არ იცი, ხიფათი,
საიდან გამოფრინდება,
ქალიც ხომ ეშმას შვილია,
სილამაზით და სიკარგით,
სჯობს თავი რომ აარიდოთ,
ელანძე არის ხიფათი.
ზურაბ ქობალია:
ქალი თუ ეშმას შვილია,
ვერ ვიფიქრებდი, მეტწილად
ნაქანდაკარი მეგონა
ჩემივ გულ-მკერდის ნეკნიდან!..
ვფიქრობდი, ჩავიხუტებდი,
დავაბრუნებდი მის ალაგს,
ხიფათზე ვერც ვიფიქრებდი,
აწი აღვმართავ თეთრ ალამს!..
მაია დიაკონიძე:
თეთრი ალამის აღმართვა
ნამდვიალად უპრიანია,
ქალი თან კაცის ნეკნია,
თან ჯოჯოხეთის ალია,
მასთან ხუმრობას არ გირჩევ,
რომ გაგაფრთხილო ვალია,
მოგინადირებს, დაგნაცრავს,
მასზედ ნუ მიგდის თვალია.
ზურაბ ქობალია:
ეჰ, ჩემო კეთილმსურველო,
მივიღე რჩევა მე შენი,
როგორც წესი და რიგია,
როგორც ეგ რაინდს შეჰშვენის.
თუმც უკვე დანაცრული ვარ,
გულს დაკოდილი ნადირი,
ხუმრობის, აბა, რას მამჩნევ?!.
ისე ვთქვი ჩემი წადილი...
არ მინდა ისე მოვიქცე,
თვალ ვერ გისწორო ხვალ დილით,
ჩემო ნეკნოვ და ტკივილო,
გამოგვისწორდეს ამინდი!..
მაია დიაკონიძე:
გამოსწორდება ამინდი,
გარეთ ხომ გაზაფხულია,
აყვავილდება ყვავილნი,
მათ მიეც შენი გულია.
ზურაბ ქობალია:
გმადლობ, რომ მამისამართებ,
თუმც, გული თავად იელვებს,
თავადაც იცის ვის ეძღვნას:
ვარდებს, ქალებს თუ იელებს!..
მაია დიაკონიძე:
მართალსა ბრძანებთ, ეგ გული
ვის უძღვნათ,თქვენი საქმეა,
ჩემი გული კი სხვას ვუძღვენ,
ნაღდი და ფაისაღია.
ერთსტროფიანები
ჩვენი გულიდან
ასხლეტილ სხივებს
ღამე იკრავს და
ვარსკვლავების
ათავსებს სკივრში.
ყველა, ვხედავ,
თავის თავით დაკავდა,
ერთი ქვეყნის გადარჩენა
ერთი ქვეყნის გადარჩენა
რა გახდა?!
ვგრძნობ, რომ გული
ზევით ცისკენ იწევს,
ვეხვეწები, ჯერ არ გამიფრინდე,
ვეხვეწები, ჯერ არ გამიფრინდე,
ადრე არის, მოიცადე კიდევ.
გაიხადა ყველამ,
პატარამ და დიდმა,
რასაც ფასი ჰქონდა
რასაც ფასი ჰქონდა
და რაც, არად ღირდა,
ჩემს სულში კი წვიმა
ცრიდა, ცრიდა, ცრიდა...
თვალში თუ არ მოგივედი,
ვერ დაიცავ პარიტეტი,
ვერ შეიცან რარიტეტი,
ვერ დაიცავ პარიტეტი,
ვერ შეიცან რარიტეტი,
აღარც გნახო ამის მეტი.
მე ამ გაზაფხულს გამოვსახავ მბრწყინავ გიშრითაც,
ერთ დღეს, ერთ ღამით,
უცნაური რამე მესიზმრა,
გადმოდიოდა შავზე შავი
ყველა ფერიდან,
მე ბანგმორეულს
ვერა და ვერ გამომეღვიძა.
კარგი ლექსის წაკითხვა
ყველაფერს მირჩევნია,
ყველაფერს მირჩევნია,
პოეტობაც, ნამდვილი,
რჩეულების ხვედრია.
Monday, March 29, 2021
პირველად დავინახე, რომ ბაბუა ტიროდა, მოხუცს მხრები უცახცახებდა, ცრემლი ედინებოდა გაყვითლებულ თმა-წვერზე, თითქმის მოთქმით. თავზარი დამცა ამ ამბავმა, ვერაფერი ვკითხე, ბებიას მივადექი, რა მოხდა-მეთქი, ცხენმა უკბინაო თითზე, დავაკვირდი, თითი მართლაც შეხვეული ჰქონდა. არ ვიცი, ასე ძალიან სტკიოდა, თუ ნაწყენი იყო თავის გაზრდილზე, დაბერებულიყო უკვე მის ხელში, ბალანი გაყვითლებოდა. ბაბუას ძალიან უყვარდა თავისი თეთრი ცხენი, სულ იმას უტრიალებდა, უვლიდა, ბანდა, ასუფთავებდა, ჩუმად ელაპარაკებოდა კიდეც, ჩვენ, ბავშვებს, რომ არ გაგვეგო. დაგვაჯენდა "ტაჩკაზე" შაბათობით, ბაზრობა იმართებოდა ჩვენს სოფელში, მთელი იმერეთიდან ჩამოჰქონდათ თიხის ჭურჭელი, წაგვიყვანდა. ჩამოვურბენდით უზარმაზარ ქვევრებს, დოქებს, დიდსა და პატარებს, ჭინჭილებს, აუცილებლად გვიყიდიდა თითო-თითოს, თვითონ რას ყიდულობდა, არც მახსოვს, მაგრამ ჩვენი სიხარულით რომ კმაყოფილი იყო, ვიცოდი, ულვაშებში ჩაიღიმებდა, ეზოში ჭინჭილებით და დოქებით ხელში რომ შევცვივდებოდით ხოლმე. თავის ცხენს გამოხსნიდა "ტაჩკიდან",მოეფერებოდა, სახეზე ხელს მოუთათუნებდა, თვალებში ჩახედავდა, ისიც შეხედავდა წყნარი, მშვიდი თვალებით, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. ცხენის მიმართ ასეთი სიყვარული არც მინახავს მას მერე. ალბათ, იმიტომ ეწყინა-მეთქი ცხენის ასეთი საქციელი, გავიფიქრე. იმ ღამეს ბაბუას საუბარი მოვისმინე, ნამდვილად ავადაა, რაღაც სტკივა, თორემ ასე არ მოიქცეოდაო, ბებიას ეუბნებოდა. ახდა ბაბუას წინასწარმეტყველება, მალე მოკვდა ჩვენი ცხენი. ბაბუაც ავად გახდა, ერთ თვეში ისიც გარდაიცვალა. ვერ გადაიტანა მეგობრის სიკვდილიო, ამბობდა ბებია, მე კი დღესაც წინ მიდგას ჩემი თეთრი ბაბუა, მომღიმარი, გვერდზე თავისი ხურჯინგადაკიდებული თეთრი ცხენით, ასე მგონია, იმ ქვეყანასაც ერთად არიან.
ბაბუ, ჩემო ტკბილო ბაბუ,
რა ხანია ღამეა,
შენთვის ვერცხლის უზანგებილურჯას მოუტანია.
ვეღარ ხედავ ნაცნობ შუკას,
ვეღარც სოფლის საჩეხებს...
იქ ლურჯა დგას, შენი ლურჯა,
ღამეს თეთრად ათენებს.
მაგრამ წყვდიადს ვერ ერევა, -
თვალებს ტყუილად აცეცებს,
შენ ნათელში, ის კი - ბნელში,
სულ ერთმანეთს დაეძებთ.
ერთსტროფიანები
შეუცდომელი არავინ არის,
შეუცდომელი არც მე ვარ, მგონი,
ათას მამონებს რომ ვემონებით,
ნუთუ, სახელი არ გვრჩება მონის?!
პირფერობას ვერ ვიტან მე ბავშვობიდან,
სისხლში, ხორცში გამდგომია აკვნიდან,
კახაბრობას ვერ ვიტყვი მე ვერავისას,
თუ არა ჰგავს თავითაც და ტანითაც.
როგორ მინდოდა, რომ გყვარებოდი
და ჩიტებივით მაღლა გვეფრინა. მაგრამ აღმოჩნდა მცირე დრო კმარა, ძირს დაენარცხო აღმაფრენიდან.
გაღმერთება ქალების
უფალმა დაისახა,
როცა კაცებს გულის ქვეშ
ნეკნად შემოუსახლა.
ადამიანები და არა კედლები ჰქმიან ქალაქს. ჩინური ანდაზა, მაშ ჩვენც მოვინდომოთ ქვეყნის აშენება, მოგვეცით ამის ნება, მეგობრებო!
მგონია რომ მიგალობენ ჩიტები,
ყვავილებიც იშლებიან ჩემთვის,
ბოროტებას ამ მიწაზე რა უნდა,
ყვავილებიც იშლებიან ჩემთვის,
ბოროტებას ამ მიწაზე რა უნდა,
როცა გულიც სიამისგან მღერის.
ხიბლშია ხალხი,
თავი ყველას ჰგონია გრანდი
და რა დარჩება მომავალში?!
და რა დარჩება მომავალში?!
მტვერიღა მათი!
შაირობა-კაფიაობა: მაია დიაკონიძე, ირინა ხურციძე, თინიკო ჭეჟია, ქეთევან კაკაურიძე
მაია დიაკონიძე:
კი დავწერე მინიმები,
შენ მაინც არ იღიმები,
ახლა დავწერ ვერლიბრსაც
და მოვიგებ შეჯიბრსაც.
ირინა ხურციძე:
თუ გინდ წერო ვერლიბრები,
მაინც ვის შეეჯიბრები,
თეთრი ლექსის ჯაგლაგებმა,
გადაჯეგეს ჯებირები,
ახლა ზიან უნიტაზზე,
მიითვისეს რა პრიზები,
მალე ალბათ ჭინთვებისგან
კი დაჭირდებათ კლიზმები,
შენ კი დაო შენს მინიმებს,
კარებს უღებს ჩემი გვერდი,
ვერბლანი და ვერლიბრები,
არ ახსენო ამის მეტი.
მაია დიაკონიძე:
ვერლიბრსაც აქვს თავის ხიბლი,
მაგრამ ჩემთვის ეგ არ არის, პოეზიას ეძახიან,
კი ვერ მივხვდი, ვისთან არის,
მაგრამ ერთი თევზუნია
მოვაყოლო იქნებ ბადეს?!
თინიკო ჭეჟია:
ვინ არ იღიმება!?...
ვინც არ გაიღიმოს იმან,
ლექსი დაუსველოს წვიმამ,
მერე გაეთიშოს რითმა,
თავზე დაასკლინტოს ჩიტმა!
მაია დიაკონიძე:
მოუხდებათ დასკლინტება,
ვინც ვაცივით იჯგიმება,
თავს არავის უყადრებენ,
თავებს თვითონ გვილაყებენ.
ირინა ხურციძე:
შაირობის ხასიათზე
დაგვაყენე დაიკო,
ჩვენი შაირკაფიობა
ფეისბუქმა გაიგო,
გაგვეპარე, დაიძინე, _
ეს რა გვიყავ მაიკო!!
მაია დიაკონიძე:
მართლაც, თურმე ჩამეძინა,
სიზმრებში დავიდე ბინა.
ვერლიბში თუ გვეძალები,
გაიარე ეტაპები,
მომძახოდნენ ეშმაკები.
ქეთევან კაკაურიძე:
რა დღეში ხართ გოგოებო.
რა ლექსი და რა მოთხრობა.
შაირობის დრო დამდგარა,
ესაა დროის მოთხოვნა.
მაია დიაკონიძე:
შაირსა ვწერთ სახალისოდ,
წამკითხავიც არ არისო,
ამ ცხოვრების ლაბირინთში,
წერასაც ვინ დაგვაცლისო.
ირინა ხურციძე:
მოაყარეთ შაირები,
რას მიქვია ერთი-ორი,
დილა როცა გათენდება,
გაიკვირვებს ბარეორი,
ვინც აგვტეხა საშაიროდ,
თქვენთან დიდი ბოდიშიო,
კურდღელივით გაგვეპარა,
კოტრიალებს ლოგინშიო.
მაია დიაკონიძე:
დილით ვნახე შაირები,
მართლაც ნაირ-ნაირები,
ბრძოლის ველზე ვეღარ დავრჩი,
მეც მაძლევდნენ ჩემს წილ არჩივს
ღამე, შავი კუნაპეტი
და მორფევსი, ძილის ღმერთი,
იმათ ვეღარ გავუმკლავდი,
კურდღელივით მათ დავნებდი.
ირინე ხურციძე: გაღვიძებისთანავე ხომ
მოგვაგებე ნაკვესები,
პოეტი ხარ, სიტყვა გიჭრის,
არც ვინმეს დაესესხები.
მაია დიაკონიძე:
ღმერთმა მოგვცეს დიდი დღე და
პოეტების სახელიო,
ჩვენი ნაკვეს-ნაღვერდალით
სხვას მოვფინოთ ნათელიო.
მაია დიაკონიძე:
მართალი ხართ, მას ვერ წაშლის
ვერც ქარი და ვერც გრიგალი,
პოეტების ნასახლარიც
ვარდ-ყვავილის ბინა არის.
.
Saturday, March 27, 2021
ერთსტროფიანები
ვერც მაქსიში ვერ ვივარგე
და ვერც მინი მოვირგე,
მწვერვალების დასაპყრობად
გზას ვუთმობ მე დობილებს.
ჩემს გულ-მკერდზე
გადავლილო
სიცოცხლევ,
მშვენიერი
ვერაფრით ვერ გიწოდე.
გულო, სიყვარულს ეძებდი, ქარში, წვიმაში, თოვლში, ხედავ, რომ ისიც ფული ღირს, მე არ მაქვს ერთი გროშიც.
და მე, შეჩვეულს გრიგალებს, ქარებს, ერთმა ნიავმა ამიწვა თვალი.
სანამ ცოცხალი ვარ,
მანამ მომეფერეთ,
თორემ შევერთვები ლამაზ ეფემერებს,
ვიღას დაუძახებთ:
"მერე, მერე, მერე!"
სახუმარო (ერთსტროფიანი)
თუ არ გიყვარვარ, გამშორდი,
რაზედ მიბინდავ თვალებს?!
არ ვარ მე შენი ამყოლი,
მიხედე სულ სხვა ქალებს!
კაფიაობა ზურაბ ქობალიასთან (27.03. 2021წ)
მაია დიაკონიძე:
ვარდი ვიყავ, შემოვჭკენი,
მუზაც, ვხედავ, ვერ გავხდი,
ერთი ვაზი გავახარე,
გაშენდება ვენახი.
ზურაბ ქობალია:
მუზა როგორ ვერ გახდი?!
ვაზიც ხარ და ვენახიც!..
ნეტავ, გზები მასწავლა,
მოვაღწიო შენამდი!..
მაია დიაკონიძე:
სტვენა კარგი გცოდნია,
ბუმბულც გაქვს ფერადი,
მაგრამ ტრფობას ვარდისას
ვერ შესწვდება ვერავინ,
თუ არ არის ბულბული,
მე ვერ ავწევ ცერა თითს.
ზურაბ ქობალია:
სტვენა თუკი მცოდნია,
ვარდის თუ ვარ ერთგული,
ცერას რად ვერ ამიწევ?..
კი ვყოფილვარ ბულბული...
მაია დიაკონიძე:
ბულბულობა, მზესა ვფიცავ,
არ გეგონოს ადვილი,
დღე-ღამეს თუ არ ათენებ,
ტყუილი არის ქადილი.
ზურაბ ქობალია:
განა არის ადვილობა,
მაგრამ თუ ხარ, რას შობი?!.
მართალ გითხრა, არც მინდოდა,
არც რად მინდა საშვები?!
მაია დიაკონიძე:
ვარდმა ნაზმა ბევრი დაჭრა
ეკლიანი საცეცით,
შენც რომ ეგრე მოგივიდეს,
სად მიდიხარ, რას შვრები?!
Subscribe to:
Posts (Atom)