მამა-შვილი ზევით-ზევით მიუყვება ბილიკებს.
- მამა, მამა, შეხე, რამდენი ახალი საფლავია, - ყვირის გოგონა,
- ლტოლვილების სასაფლაოა, - უკან არ იხედება, ისე პასუხობს კაცი.
- მერე, ლტოლვილები ასე ხშირად კვდებიან?! ჩემს კლასშიც ბევრი ლტოლვილია, იმათაც რამე მოუვათ? - ჩაფიქრებული სახით კითხულობს გოგონა.
- არა, იმათ არაფერი მოუვათ, დიდებს არ სწყალობს ბედი, იმედი აღარა აქვთ, რომ თავის კუთხეს ნახავენ, - განმარტავს მამა.
- მერე, ამიტომ კვდებიან? - არ ისვენებს ბავშვი.
- დარდი კლავს ადამიანს, დარდი, ტკივილი, - ამბობს მამა და მშობლების საფლავზე ჭიქებს აწყობს.
- მოვედით!- ეუბნება გოგონას. გოგონა საფლავზე მდგარი კვიპაროსის ტოტებს ეფერება.
- მამა, ბებია გვხედავს ახლა? - ეკითხება მამას.
- კი, გვხედავს.
- ყველაფერი იცის?
- იცის,- გაისმის პასუხი.
- ისიც იცის, აქ რომ შენთვის სასაფლაო ააშენე?
- იცის, ჩემო გოგონა, ყველაფერი იცის,
- იმასაც ხედავს, რა ლამაზია ეს სასაფლაო, მარმარილოებით გააკეთე ხომ, ქუთაისიდან ჩამოიტანე? ბებიაც ქუთაისელი იყო, არა?!
- კი, ასეა!
- სახლში რომ ყველაფერი დანგრეულია და დედა ბრაზობს, ისიც იცის? აკი, ბებია სულ გეუბნებოდა, საფლავში ისე არ ჩამიშვა, სახლში რემონტი არ გააკეთოო. ნეტავ, ახლა რას ფიქრობს?!
მამას თითქოს ხმა ჩაუწყდა, ბავშვისთვის ხმა არ გაუცია. საქმიანობა განაგრძო, პარკიდან საჭმელი ამოიღო, პლასტმასის თეფშებზე გაანაწილა, ღვინის ბოთლები მიწაზე დააწყო.
- ვის უნდა აჭამო?! სამსახურში არ უნდა წაგეღო?- კითხულობს ბავშვი.
- ზოგჯერ მკვდრებთან სადილობა სჯობს, ცოცხლებთან ჭამას, - ხმადაბლა წარმოთქვა კაცმა. ღვინო ჩამოასხა, დაილოცა, მოსვა, დანარჩენი საფლავების თავებთან მიასხ-მოასხა.
გაირინდა, საფლავთან ახლოს ჩაცუცქულ ძაღლს დაუწყო ცქერა.
- მოდი, პატარა, საჭმელი გაჭამო, - თავისთან უხმო, მოეფერა.
- რა ლამაზი სასაფლაოა, მამიკო, ეს შენი სახლი იქნება, რომ მოკვდები? ბებია რომ გეუბნებოდა, შვილებს სახლები აუშენეო, ასეთები უნდა აგვიშენო?! - ტიტინს განაგრძობდა გოგო. კაცი ჩამოჯდა საფლავის კიდეზე და თავი ხელებში ჩარგო . გაირინდა.
დიდხანს დახტოდა პატარა გოგონა მარმარილოს ფილაქნიდან ფილაქანზე, ბოლოს ისევ წინაპრების საფლავზე გადაინაცვლა, კვიპაროსის ტოტს ჩასჭიდა ერთი ხელი, მეორეთი მამას მოეხვია, სიცივე იგრძნო. მამის გვერდზე ჩამოჯდა და ატირდა.
-
Monday, February 25, 2019
წავიდა...
წავიდა, თითქოს აქ არც ყოფილა, არ მივაცილე აღარც კარებთან,
და რომ მეგონა, მართლა ვუყვარდი, თურმე, აქ ყოფნა იყო მზადება,
რომ წასულიყო საით, არ ვიცი, და აღარც მინდა, რამე ვიცოდე,
ჩაჟანგულ მახვილს გასვლია ყავლი, ნაჩხვლეტი წვეთავს, ავსებს ღიობებს,
რომ ტკივილებმა უწამლოს სულსაც, დაჭრილს, დაფხრეწილს ათას ნაფლეთად,
არ გაიაროს ამ ტანჯვამ ფუჭად, აღარ დამჭირდეს სულის გახედვნა,
არ დაისეროს ღრუბლებით ზეცა, პირქუშ ნაფლეთებს დანით ავათლი,
რომ ბნელი ღამე არ შეხვდეთ სხვებსაც, მახედ არ ექცეთ ზეცის კარავი.

Sunday, February 24, 2019
დედას!
ტანზე მოგონებად მაცვივა დედას მოსასხამის ნაოჭი,
სულში შემოსული ღრჭოდან მათბობს იმის ხმა და სამოსი,
სანამ საპოვნელი გამხდარა, სანამ გაჭედილხარ ქაოსში,
ხელი შეახე და დადუმდი, ბაღში აღმოჩნდები სამოთხის.
სულში შემოსული ღრჭოდან მათბობს იმის ხმა და სამოსი,
სანამ საპოვნელი გამხდარა, სანამ გაჭედილხარ ქაოსში,
ხელი შეახე და დადუმდი, ბაღში აღმოჩნდები სამოთხის.
თოვლის ამინდი უკვე არ არის
თოვლის ამინდი უკვე არ არის, მაგრამ იქნება კიდევაც დადგეს,
გააჟრიალოს რა იცი აპრილს, ნაავადარი ფიფქებით დაყრილს,
ვერას გაუგებ გაზაფხულს ამინდს, როცა წინ გიდგას სიგიჟე - მარტი,
ხან მოგასკდება ხორშაკი ქარით, ხან იმედებით აგავსებს ხვალის.
და სიგიჟეში ბერდება ბაღი, ქორწილის პეპლებს გაუდით ყავლი,
შეღვინდება და შემომწიფდება ხილი, ყანიდან ოქროსფერს გაცრის,
ისევ დადგება ზამთარი ავი, თვალებში ისევ ჩადგება სევდა,
ჩემთვის ამინდი სულ იგივეა, თეთრ ოქროშიაც სევდისფერს ვხედავ.

Saturday, February 23, 2019
სანამ გაზაფხულს ტანზე მოვირგებ
სანამ გაზაფხულს ტანზე მოვირგებ
და ზამთრის ამინდს გავკიდებ ქარში,
გარეცხილსა და ამოლამბულებს
თეთრი თოვლით და მიტკალი-ნარმით,
მანამ გალღვება გულში სიცივე,
ამოივსება ხევები შავი
და დაიძვრება ცივი ყინული,
მას გადაჰყვება უზომო დარდიც.
და ზამთრის ამინდს გავკიდებ ქარში,
გარეცხილსა და ამოლამბულებს
თეთრი თოვლით და მიტკალი-ნარმით,
მანამ გალღვება გულში სიცივე,
ამოივსება ხევები შავი
და დაიძვრება ცივი ყინული,
მას გადაჰყვება უზომო დარდიც.
ჟღერს გაზაფხული, როგორც მუსიკა
ჟღერს გაზაფხული, როგორც მუსიკა,
აფეთქებულან ტყემლის კვირტები
და ათასობით მერცხლის ჭიკჭიკი
გულს მესახება, როგორც იმედი.
თოვლმა წაიღო დარდი, ნაღველი,
ჩამოძონძილა ზამთრის საცვალი,
გადაუმალავთ ხევებს ნაპრალში,
თითქოს ეს იყოს ზამთრის საცავი.
ხარბად იწოვენ ნექტარს ფუტკრები,
უმასპინძლდებათ ყველა ყვავილი
და სიმფონიას ვინც დირიჟირობს,
თუ გაგვაგონებს ბღავილს ხარირმის?!
აფეთქებულან ტყემლის კვირტები
და ათასობით მერცხლის ჭიკჭიკი
გულს მესახება, როგორც იმედი.
თოვლმა წაიღო დარდი, ნაღველი,
ჩამოძონძილა ზამთრის საცვალი,
გადაუმალავთ ხევებს ნაპრალში,
თითქოს ეს იყოს ზამთრის საცავი.
ხარბად იწოვენ ნექტარს ფუტკრები,
უმასპინძლდებათ ყველა ყვავილი
და სიმფონიას ვინც დირიჟირობს,
თუ გაგვაგონებს ბღავილს ხარირმის?!
Thursday, February 21, 2019
მე უცნობი ვარ
მე უცნობი ვარ და უცნობის სახე გვაქვს ყველას,
მხოლოდ დიდება გამოარჩევს კეთილს და ვერაგს,
ზოგს მაღლა აწევს, მიაყუდებს ამ ზეცის კიდეს,
რა არ გინახავთ დიდებული, თავს დაბლა ხრიდეს?
მხოლოდ დიდება გამოარჩევს კეთილს და ვერაგს,
ზოგს მაღლა აწევს, მიაყუდებს ამ ზეცის კიდეს,
რა არ გინახავთ დიდებული, თავს დაბლა ხრიდეს?
სევდა ბოგინობს
როცა შენს სულში სევდა ბოგინობს და მარცვალ-მარცვალ კრეფ ლურჯ იმედებს,
ნაღვლობ და გინდა, ვერვინ შეგატყოს, ხატავ და ძერწავ ზღაპრულ ქიმერებს,
ნაღვლობ და გინდა, ვერვინ შეგატყოს, ხატავ და ძერწავ ზღაპრულ ქიმერებს,
რადგან შენს ირგვლივ, ტანჯვის მღვიმეში, შენ გარდა კიდევ არის მრავალი,
მიტომ სიმშვიდის ნიღაბს იკეთებ, ცდილობ, მოძებნო გზები სავალი,
რომ არ გამრავლდეს სასოწარკვეთა, ფერად ოცნებებს სიტყვით გადაშლი
ფარშევანგივით, კუდის ნაფლეთსაც, იცი, დარჩება ფერი ათასი,
და გაზაფხულზე, როცა ყვავილნი აყვავდებიან სადმე ჩეროში,
ფრთებს გაისწორებ ქარებში დაჭრილს და იჭიკჭიკებ შენთვის გემოზე.
Wednesday, February 20, 2019
ზღვაზე ტივტივებს
ანდატრის ბეწვში გახვეულებს ალღო გვღალატობს,
სული ნათელი ვეღარ აღწევს სნეულ სხეულში,
ქვრივ-ობლის ცრემლი ჩვენს დაღარულ მიწას დაალტობს,
ზღვაზე ტივტივებს გაძარცვული ნავი ეული.
სული ნათელი ვეღარ აღწევს სნეულ სხეულში,
ქვრივ-ობლის ცრემლი ჩვენს დაღარულ მიწას დაალტობს,
ზღვაზე ტივტივებს გაძარცვული ნავი ეული.
დეპეშა (მოთხრობა)
სანდომიანი მამაკაცი სანაპირო ქუჩას მიუყვებოდა, მდინარე რატომღაც აზვირთებულიყო, ჩქარობდა, თითქოს სადღაც აგვიანდებოდა, ადგილ-ადგილ წელში წყდებოდა, შეისვენებდა, მერე ისევ აგრძელებდა ლტოლვას. - საით მიეჩქარება?! - ხმადაბლა წარმოთქვა ნუგზარმა, - მაგასაც სახლში ვინმე არ ელოდებოდეს, ჩაენთქმევა რომელიმე ტბაში ან ზღვაში და ეგ არის, - დაამატა ჩურჩულით და ნაღვლიანად ახედა ზეცას. ნუგზარს კი პატარები ელოდებოდნენ სახლში, - მეუღლე სულ ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. უსამართლობის მსხვერპლად მიაჩნდა თავი, ღმერთს საყვედურობდა, მე რატომ არ წამიყვანე ლიას ნაცვლადო. მოეჩვენა, ლია იქვე, სულ ახლოს მოაბიჯებდა მასთან ერთად, ისიც მდინარეს გასცქეროდა, რაღაცას ღიღინებდა, კაცი გაკვირვებული უყურებდა გვერდზე მიმავალ ცოლს, ბრაზობდა, თავის თავს საყვედურობდა, რა გააწყალე კაცო გული, რით ვეღარ დაივიწყე ეს ქალი, საღად შეხედე ამ ცხოვრებას, ეგრე შეიძლება გაგიჟდე კიდეცო. სახლამდე მისდია ლიამ, მერე გაუჩინარდა. ასე, ყოველ საღამოს სანაპიროსთან გამოჩნდებოდა ხოლმე და სახლამდე აცილებდა ქმარს, თითქოს ისიც ვერ ელეოდა. ნუგზარი სახლში შესულიც თვალებით ეძებდა, თვალებს აცეცებდა, კუთხე-კუნჭულს ათვალიერებდა, ის კია არადა სერიოზულად ფიქრობდა, იქნებ ბავშვებზე მაინც მომეხმაროსო, მაგრამ ლია სახლში არასოდეს ჩნდებოდა, თუმცა მისი სურნელი კარგა ხანია სახლიდან აღარ გადიოდა, იქ დაესადგურებინა, თითქოს ეს-ესაა ახლა გაფოფინდა გარეთ მორთულ-მოკაზმულიო. ბავშვებს დედის ხელი აკლიათ, მაგრამ რა ექნა? სხვა ქალი სახლში როგორ შემოიყვანოს, ეგ ხომ ცოლის ღალატი იქნება. არადა ნათესავების ჩიჩინმა გული შეუწუხა: - ნუგზარ, ცოლი მოიყვანე, პატარებს შენ ვერ მოუვლი, დაგეჩაგრებიანო, - მასაც უნდა, მაგრამ გული რომ არ უშვებს. იმ დღესაც გვერდზე მომავალ ლიას უთხრა, - ქალო, თავს რომ არ მანებებ, გამიშვი, ცოლი მოვიყვანო, პატარებს დედა სჭირდებათ, თუ გინდა ცოლი შენ შემირჩიეო, - უცნაურად შეხედა ლიამ, თავი დაუქნია კიდეც, - ყოველ შემთხვევაში, კაცს ასე მოეჩვენა. ისევ მიაცილა სახლამდე ცოლმა. შევიდა სახლში, დერეფანში შესულს, არავინ შეეგება, გაუკვირდა, სწრაფი ნაბიჯით მიაშურა ბავშვების ოთახს, შეიხედა. გაშეშდა, ოთახის შუაგულში ლია იჯდა, სწორედაც ლია, კარგად დააკვირდა, მიხვდა, ის არ იყო, ძალიან კი ჰგავდა. ბავშვები გარს შემოხვეოდნენ, ეტიტინებოდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ ლაპარაკს, მამაკაცის დანახვაზე ქალი სკამიდან ადგა, ჯერ შორიდან გაუღიმა, მერე დაბნეულთან ახლოს მივიდა, ელინა მქვიაო, გაეცნო, ხელი ჩამოართვა. შორიდან ჩამოვედიო, უხსნიდა, ლიას ბავშვობის მეგობარი ვარ, ერთი წლის წინ გამოუგზავნია დეპეშა ჩემთან, მოვუწვევივარ, ფოსტაში დაკარგულა და მხოლოდ ერთი კვირის წინ მივიღე, დღეს ჩამოვედი, ბავშვებმა მითხრეს, ლია გარდაიცვალაო. აგრძელებდა ლაპარაკს ახალგაზრა ქალი, თან ცრემლიან თვალებს იწმენდდა. კაცს არაფერი აღარ ესმოდა. ბავშვები ელინას დედასავით შეჰფოფინებდნენ, მაგრად ჩაეჭიდებინათ მისთვის პატარა ხელები, ლიას სახემ იქვე ფარდების უკან გაიელვა, ნუგზარს თვალი ჩაუკრა და გაქრა... მას მერე აღარც უნახავს.
გულში ჩათხვრილა
გულში ჩათხვრილა ნაღველი და მელანქოლია,
მიტოვებული ჭასავით ვარ, ჩამოზრდილ ტოტებს
ალუჩის ბაღის, გაჩხერილს თვალში, რომ ნარნარებს,
მალე მოაფენს ავი ქარი მიწას ხარხარით.
მიტოვებული ჭასავით ვარ, ჩამოზრდილ ტოტებს
ალუჩის ბაღის, გაჩხერილს თვალში, რომ ნარნარებს,
მალე მოაფენს ავი ქარი მიწას ხარხარით.
У всего есть предел: в том числе, у печали. Взгляд застревает в окне, точно лист - в ограде. Можно налить воды. Позвенеть ключами. Одиночество есть человек в квадрате. Так дромадер нюхает, морщась, рельсы. Пустота раздвигается, как портьера. Да и что вообще есть пространство, если не отсутствие в каждой точке тела? Оттого-то Урания старше Клио. Днем, и при свете слепых коптилок, видишь: она ничего не скрыла и, глядя на глобус, глядишь в затылок. Вон они, те леса, где полно черники, реки, где ловят рукой белугу, либо - город, в чьей телефонной книге ты уже не числишься. Дальше, к югу, то-есть к юго-востоку, коричневеют горы, бродят в осоке лошади-пржевали; лица желтеют. А дальше - плывут линкоры, и простор голубеет, как белье с кружевами.
ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის ნაღველსაც,
მზერა ეჩრება ფანჯარაში, როგორც ფოთოლი მესერში.
შეიძლება დაასხა წყალი. ააწკარუნო გასაღებები.
მარტოობა არის ადამიანი კვადრატში.
და როგორც ნარაქლემა ყნოსავს რელსებს და შუბლს იჭმუხნის,
სიცარიელე იხსნება როგორც ფარდები.
და რა არის სიცარიელე, თუ არა
უარაფრობა სხეულის ყველა წერტილში?
და როგორც ნარაქლემა ყნოსავს რელსებს და შუბლს იჭმუხნის,
სიცარიელე იხსნება როგორც ფარდები.
და რა არის სიცარიელე, თუ არა
უარაფრობა სხეულის ყველა წერტილში?
ყველაფერს აქვს საზღვარი და მათ შორის დარდებსაც,
მზერა კარში გაჩრილა, ვით მესერში ფოთოლი,
თუგინდ წყალი დაასხი, აცვი გასაღებები,
მარტოობა ძნელია, კაცი არის კვადრატში.
Tuesday, February 19, 2019
როგორც მათხოვარს
,,მიწა იყავ და მიწათ იქეცი"
როგორც მათხოვარს ჩამიჩხრიალა დრომ
როგორც ხურდა, წამი და წუთი
და თითო ბელტი გამომაცალა,
ასე ნაშალი ვეძლევი წუხილს.
ვერ გაიმართა წელში სახლ-კარი,
მზეს ვეღარ გააქვს სულში ჭიატი,
ასე მუჭებად ტკივილნაჭამი,
იმად ვიქცევი, რაც რომ ვიყავი.
როგორც მათხოვარს ჩამიჩხრიალა დრომ
როგორც ხურდა, წამი და წუთი
და თითო ბელტი გამომაცალა,
ასე ნაშალი ვეძლევი წუხილს.
ვერ გაიმართა წელში სახლ-კარი,
მზეს ვეღარ გააქვს სულში ჭიატი,
ასე მუჭებად ტკივილნაჭამი,
იმად ვიქცევი, რაც რომ ვიყავი.
Monday, February 18, 2019
შიში (ასი სიტყვა)
შიში
არ იცოდა, ვის გაურბოდა: დედას, რომელმაც პატარა და-ძმა და სკლეროზიანი ბებია დაუტოვა მოსავლელად, თვითონ - სამსახურში შეაგვიანდა, მამას, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსეთში გადაიკარგა, მდგმურებს - ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, გამუდმებით რომ ჩხუბობდნენ და არ ასვენებდნენ, თუ საკუთარ თავს...
გარბოდა... ქარი სახეში სცემდა, ღამე ფეხებში ებლანდებოდა.... ჭაობს მიაღწია.... არ შეჩერებულა.... ყურებში ისევ ნაჯახით დაჩეხილი კარის ღრჭიალი ესმოდა, ყმაწვილი ქალი (მეზობლის ცოლი) მაჯაზე ჩასჭიდებოდა, თვალები შეშლილივით უბრწყინავდა, შველას სთხოვდა.... ბებია მარტოობაში გარინდულიყო, კუთხეში ბავშვები ღნაოდნენ...
ნაჯახიანი კაცის დანახვამ ფეხქვეშ მიწა გამოაცალა, მომხდურს გვერდი აუქცია და გაიქცა.
ჭაობის ცივი წყალი გველივით შემოეხვია ჯერ ფეხებზე, მერე - ტანზე... დედის ყვირილმა გამოაფხიზლა. თვალები გაახილა... ღრუბლებიდან მთვარე გამოსულიყო, - ალერსით დასცქეროდა.
ასე არასოდეს გახარებია მისი დანახვა!..
პირმოთნეობა არ ძალუძს პოეტს
ქარი ასკდება კლდეებს და ტოტებს,
გლეჯს ფესვიანად, ნაკვალევს ტოვებს,
პირმოთნეობა არ ძალუძს პოეტს, -
კაცისგან ქმნიდეს კერპსა და ტოტემს.
ქარს რომც აჩუქო ციხე-დარბაზი,
ფარჩა და სტავრა, დიბა-ატლასი,
ვერ დაიმონებ, ტალღებში მღვრიე
ის უნდა ევნოს, ცრემლებსა ღვრიდეს.
ისე პოეტსაც რაგინდ უჭირდეს,
არ მიეცემა ძილს და ფუჭ ფიქრებს,
სიტყვით გაარღვევს მქისე ნისლიერს,
დითირამბს სხვას არ მიუღიღინებს.
თავისუფლების დიად ქარტიას
გულზე იწერდა პოეტთ არმია
და ვერ დაიდგამს მონობის უღელს
სიმართლის ძალით კლდეს ვინაც უტევს.
გლეჯს ფესვიანად, ნაკვალევს ტოვებს,
პირმოთნეობა არ ძალუძს პოეტს, -
კაცისგან ქმნიდეს კერპსა და ტოტემს.
ქარს რომც აჩუქო ციხე-დარბაზი,
ფარჩა და სტავრა, დიბა-ატლასი,
ვერ დაიმონებ, ტალღებში მღვრიე
ის უნდა ევნოს, ცრემლებსა ღვრიდეს.
ისე პოეტსაც რაგინდ უჭირდეს,
არ მიეცემა ძილს და ფუჭ ფიქრებს,
სიტყვით გაარღვევს მქისე ნისლიერს,
დითირამბს სხვას არ მიუღიღინებს.
თავისუფლების დიად ქარტიას
გულზე იწერდა პოეტთ არმია
და ვერ დაიდგამს მონობის უღელს
სიმართლის ძალით კლდეს ვინაც უტევს.
Sunday, February 17, 2019
კაცი არა ჩანს...
კაცი არა ჩანს, ჩემი ლექსი რომ წაიკითხოს,
ვინც არ კითხულობს, სოფომ მითხრა, იმან იკითხოს,
შენი ლექსები სჯობიაო ბევრ ლექსებს, სხვისას,
კუდის ქიცინით რომ აქებენ, მათ ლექსს და ფრჩხილსაც.
ვინც არ კითხულობს, სოფომ მითხრა, იმან იკითხოს,
შენი ლექსები სჯობიაო ბევრ ლექსებს, სხვისას,
კუდის ქიცინით რომ აქებენ, მათ ლექსს და ფრჩხილსაც.
დამალული სიყვარული (მოთხრობა)
აუდიტორიაში ბუღი იდგა, ცხელოდა, საჯარო მოხელეთა დახელოვნების კურსებს ბევრი ადამიანი მოეზიდა, ამერიკული პროგრამის ნაწილი იყო. ნანა უკვე 35 წლისა გამხდარიყო, - რა თავში ვიხლი ამ კურსებს, სამუშაო მაინც არა მაქვსო, - ეუბნებოდა ქმარს, მაგრამ ქმრის მეგობარმა, რომელიც კურირებდა სწავლების პროცესს, მაინც ჩაწერა, იქნებ გამოგადგეს და ამ გაჭირვების დროს, ოთხმოცდაათიანების ბოლო იყო, სამუშაოს შოვნაშიც დაგეხმაროსო, რაც მთავარია, ფული არ იყო გადასახდელი და ნანამაც გადაწყვიტა ცოტა გახალისებულიყო, თუმცა შვილებს ყურადღება ცოტა კი მოაკლდებოდათ, ქმარსაც ხათრი ვერ გაუტეხა, ძალიან უყვარდა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მრავლად იყვნენ, ერთმანეთის წინაშე თავს იწონებდნენ, ყელყელაობდნენ, მისი ტოლი კი მხოლოდ ერთი ქალბატონი აღმოჩნდა, ქმრის თანამშრომელი, გაუთხოვარი, შავგრემანი ქალი, მაღალი, ხმელი, დიდი კიდურებით, შეუმჩნეველი გარეგნობის, რატომღაც "ნაცრისფერი თაგვი" ახსენდებოდა მის დანახვაზე, ისე ჩუმად და ფრთხილად მოძრაობდა, ამავე დროს დიდ სიმპათიას გრძნობდა ქალის მიმართ, ინტელიგენტი ადამიანი იყო, ქმარიც ძალიან აქებდა, სამსახურში ძალიან მეხმარება და მპატრონობსო, მეგობრად და ოჯახის ახლობლად მიაჩნდა. ლექციებზე ერთად ისხდნენ ხოლმე, ხმას იშვიათად იღებდა, წყნარი და თავმდაბალი იყო. ნანას ეჭვი ეპარებოდა თავის შესაძლებლობებში, - როგორც "ვირი ხბორებში", ისე ვარ აქო, - ეტყოდა გვერდზე მჯდომ ეკას, ის დაამშვიდებდა, - რას აქცევ ყურადღებას, ახალგაზრდებზე ნაკლებად როდი აითვისებ მასალას, წითელ დიპლომზე ხომ დაამთავრე უნივერსიტეტიო, - ისინი ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ. ნანაც მშვიდდებოდა, თუმცა კომპიუტერული პროგრამების შესწავლა ცოტა უჭირდა. სამაგიეროდ ლოგიკურ აზროვნებაზე რომ მიდგებოდა საქმე, ერთ-ერთი პირველიც იყო, თავისდა გასაოცრად, სხვებზე უკეთესად ხსნიდა ამოცანებს. ულამაზესი ქალი იყო ნანა. ქერა თმებით, დიდი მწვანე თვალებით, ტან-ფეხიც იდეალური ჰქონდა, მაგრამ, რაც გათხოვდა, სადად იცმევდა, ღარიბულად, ადრე გაჭაღარავდა, ალბათ, იმდროინდელი მძიმე ცხოვრების გამო. ლექციებზე ჭაღარა ხომ ვერ ვივლიო, თმები შეიღება, კარადიდან ძველი ძვირფასი, თუმცა კარგად შენახული სამოსი გამოაძვრინა, მოდურად გადააკეთ-გადმოაკეთა, არ უნდოდა, ვინმეს შეემჩნია, რომ მატერიალურ უჭირდა. იმ დღესაც რეკლამების გაკეთების საიდუმლოებას აცნობდა ლექტორი, ბოლოს კონკურსიც გამოცხადდა, ვინ გააკეთებდა ყველაზე კარგ რეკლამას, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოეზიდა, აღმოჩნდა, რომ ჯგუფში ერთმა ბიჭმა იცოდა ხატვა, ლექტორი ოთახიდან გავიდა თუ არა, რიგი დადგა მასთან, ისიც ხატავდა და ხატავდა, ახალგაზრდა გოგონები ჩადგნენ რიგში, ნანამაც სთხოვა, მეც დამიხატეო, მაგრამ რიგმა არა და არ მოუწია, ეწყინა, რადგან მაგათი ტოლი არა ვარ, ყურადღებას არ მაქცევსო, ქალურმა თავმოყვარეობამ გაიღვიძა მასში, გადაწყვიტა თვითონ გამოეღო ხელი, დაჯდა და ქაღალდის ფორმატი ნაირ-ნაირი ფერებით ააჭრელა, გაახსენდა, სკოლაში საორგანიზაციო კუთხისთვის გაზეთს რომ აფორმებდა ხოლმე, ულამაზესი რეკლამა გამოვიდა, ახალგაზრდებმა პირი დააღეს, ყველა გაიტრუნა, შერცხვა ბიჭსაც თავისი საქციელის, კონკურსშიც პირველი ადგილი დაიკავა, თითქოს ძალები მოემატა, შემძლებია, არავისზე ნაკლები არ ვყოფილვარო, ფიქრობდა. გახარებულმა მეუღლეს დაურეკა. მთვრალი მოვიდა ლექციების ბოლოს, მაგიდაზე შემოჯდა და - რას გავხარ, თმები რა ფრად შეგიღებიაო, - დაცინვით უთხრა ყველას თანდასწრებით, გაოგნდა, ამას არ მოელოდა ქმრისგან, არ შეიმჩნია, მაგრამ თვალებში ცრემლი ჩაუდგა. სახლში ერთად წამოვიდნენ, გზად გამვლელები თვალს ვერ აცილებდნენ ატმისფერ კაბაში გამოწყობილ ნანას და მის გვერდზე მიმავალ ულამაზო მამაკაცს, რა უცნაური წყვილიაო, ფიქრობდნენ. რა იცოდა მაშინ ქალმა, რომ მისი ქმარი იმ დღეს სხვა ქალის - შავგრემანი ეკას სანახავად სანახავად იყო მოსული.
მე ტკივილებით ავავსე მასრა
მე ტკივილებით ავავსე მასრა,
გადავახვიე ფიქრები მაქოს,
ნეტავ, შემეძლოს ტკივილზე აცრა,
რატომ მიმტყუნა გულმა და ალღომ.
მეგობარს ვეღარ ჩავხედე თვალში,
ვიცი, სხვას ამბობს და სულ სხვას ფიქრობს,
მეც მოთმინების გამიწყდა ძაფი,
სჯობს, რომ კლდესავით სულ მარტო ვიყო.

Friday, February 15, 2019
პატიება რომ გამომეთხოვა
პატიება რომ გამომეთხოვა,
ალბათ, იმიტომ ვწერდი მე ლექსებს,
ზამთარს სულშიც რომ არ მოეთოვა,
არ შესცივნოდათ ჭაღარა ვერხვებს.
და გადიოდა დღეები, წლები,
ემატებოდა რიჟრაჟს ნათელი,
მე გაზაფხულებს ვათბობდი ლექსით,
სიყვარულის და ნდობის სახელით.
პატიება რომ გამომეთხოვა,
რომ მომეწმინდა სიმწრის ცრემლები,
ზამთარს სულშიაც არ მოეთოვა,
ვესიტყვებოდი მზით და ლექსებით.
ალბათ, იმიტომ ვწერდი მე ლექსებს,
ზამთარს სულშიც რომ არ მოეთოვა,
არ შესცივნოდათ ჭაღარა ვერხვებს.
და გადიოდა დღეები, წლები,
ემატებოდა რიჟრაჟს ნათელი,
მე გაზაფხულებს ვათბობდი ლექსით,
სიყვარულის და ნდობის სახელით.
პატიება რომ გამომეთხოვა,
რომ მომეწმინდა სიმწრის ცრემლები,
ზამთარს სულშიაც არ მოეთოვა,
ვესიტყვებოდი მზით და ლექსებით.
განა, არ გისწავლიათ?!
მოიკლავენ მავანნი სურვილსა და ხვაშიადს,
გულს კი ბუდე ნაშალი ნაჭდევივით აჩნია,
განა, არ გისწავლიათ? ჩიტს ბუდეს ნუ დაუნგრევ,
მისი წყევლა გაგყვება, სისხლს ციებით ახუვრებს!
ჩემი სახლის ერდოზე აღარა ჩანს მერცხალი,
თვალში რომ ვერ ეტევა, ძირს ჩამომდის კურცხალი,
სულში ღამე ფათურობს, იმქრალება იმედი, -
მალე მოფრინდებიან, - ყალბადა ჟღერს სიტყვები.

სად არიან ბიჭები?!
სად არიან ბიჭები, იმედებით სავსენი,
ბნელი ღამე უძირო დარჩენიათ თვალებში,
სად არიან ბიჭები, ქვეყნის მოყვარულები,
ცის ბურთს ელოდებიან, მოსეირნეს ალვებში.
სად არიან ბიჭები, რომ უყვარდათ თბილისი,
ხიდის გაღმა გასულებს საფლავი აქვთ სიპი ქვის,
სად არიან ბიჭები, მიმწუხრს ლანდნი კრთებიან,
იქაც ვერ ისვენებენ, მართალ ამბავს ყვებიან.

Tuesday, February 12, 2019
ღვთის შვილნი გვქვია!
გეძებდი, მაგრამ ვერა ვპოვე შენი სათავე,
აღარც კი ჩანხარ, ცოტა დარჩა შენი მეხოტბე,
ნაჟურო წვიმის, მეხისა და ექოს ქუხილო,
როდემდე წვეთდეს ჭრილობები, სული მეწვოდეს?!
წინაპართ სულო, ოდითგანვე ცითგან ქებულო,
ნაშენო ბუდევ, ქვითკირისავ, ნაზი მერცხალის,
ჩვენი სიავით დამეხილი მიწა გვეძახის,
ღვთის შვილნი გვქვია, მუშაკნი ვართ შენი ვენახის!

Monday, February 11, 2019
ჩამიჩუმი აღარ ისმის
ჩამიჩუმი აღარ ისმის,
სისინიც არ მესმის გველის,
რომ არ ვჭვრეტდე ამ ქვეყანას,
ერთი მაგრად გამოვთვერი,
აირია ბალახებში ვარდი,
ბრჭყალები აქვს ეკლის,
არ ხიბლავთ სურნელი ქალის,
დედამიწა დარჩა ბერწი.
კრიმანჭული
დღეები მქონდა დაძაბული,
სახლიდან მოისმოდა კრიმანჭული,
ვიდექი აბრაგივით ალანძული,
სიმღერა მომესმინა საამური.
სახლიდან მოისმოდა კრიმანჭული,
ვიდექი აბრაგივით ალანძული,
სიმღერა მომესმინა საამური.
მე მივუყვები დალამბულ ზიგზაგებს
მე მივუყვები დალამბულ ზიგზაგებს,
ეს ყოფა მატირებს, ეს ყოფა მაცინებს,
ვიღაცის ცხოვრება შამათი, მატია,
ვიღაცის სიცოცხლის ვარდია მატილდა.
ზოგისთვის ფულია ყველაფრის საზომი,
ზოგს უნდა, გაკრიჭოს ბაღი და გაზონი,
მეც ასე მივყვები ცხოვრების ზიგზაგებს,
ვიღაცა მაწონში შავ მიწას მიზავებს.
წმინდა აშოტ კურაპალატს!
საკურთხეველში განგგმირეს ოროზ-მოროზის ძეებმა,
ტანჯვისთვის გამოგიმეტეს, სისხლი იდინეს კედლებმა,
წმინდაო, ზეცად ამაღლდი, აღმოცენდები კედარად,
თესლი ჩვენს გულში მარხია, სიცოცხლე შენით გვედარა.
მოწამეობრივ აღსასრულს საღვთო საქმენი უძღოდა,
სამშობლო მიწის ტკივილებს ეფარებოდი სუროდა,
აღმშენებელო ტაძრების, დიდი გრიგოლის რჩეულო,
მეფეთა შარავანდედში სიქველით გამორჩეულო.
მეფეო, ქართველთ სარდალო, სიამაყევ და აბჯარო,
ჯაჭვის პერანგი გემოსა, არ ახარებდი არაბსო,
დევნილს ღვთისაგან გეუწყა, - ერი გრჩებოდა სარჩენად,
ვერ დატოვებდი სამშობლოს, მან დაგილოცა მარჯვენა,
ფარავნის ტბასთან გამართე ბრძოლა სარკინოზთ ჯარებთან,
პატარა რაზმით სძლიე და სახლში ირჩიე დარჩენა.
საბერძნეთს აღარ წახვედი, შავშეთ-კლარჯეთში დასახლდი,
გორგასლიანი მახვილით იბრძოდი კუბოს კარამდი.

სისხლის წვეთები არტანუჯს ჩამოღვენთია ცრემლებად,
მოგიხელთეს და გაგწირეს ღალატით გმირი, მზისდარი,
დოლისყანელთა მისდიეს, არ დარჩათ ამბის მიმტანიც.
ბაგრატიონთა მამაო, კარგი შვილების აღმზრდელო,
აღდგომას ისევ აღსდექი, მადლი მოჰფინე მთა-მდელოს,
შენს აშენებულ ტაძარშიც, მოციქულთ პეტრე-პავლესი,
აღვლინდეს ლოცვა ქართულად, კვლავ გვეზეიმოს პასექი.
ფაქიზი გქონდა გულისთქმა, შეუბღალავი სახელი,
დიაცი იგი სიძვისა, დასთმე, ღვთის კაცთა დაჰყევი,
თითქოს წყლის პირას გაგიტყდა უძვირფასესი ხელადა,
ეშმაკსა სძლიე, ვაჟკაცი ვერ გაივლიდი ცერადა.
ზარით გიტირა ქართველმა, შარავანდედით შეგმოსა,
ერისკაცს გადმოგაყარა ცრემლი შენდობა-შელმობად,
საქრისტიანოს ჯავარო, მარჯვენავ გრიგოლ ხანძთელის,
მან დაგიტირა მდუღარე წმინდა ცრემლების დაფრქვევით:
"ჰოი, მეფეო, ძლიერო, ეკლესიათა ქვითკირო,
აღმოსავლით და დასავლით სრულ მორჩილებას მკიდიო,
ჩრდილოით ანუ სამხრეთით ხელმწიფეთ იწყალვიდიო...
დაგვიწყვდიადდა ნათელი, ცას გადაეკრა ბინდიო."
დიდი ბაგრატის აღმზრდელო, მამავ და ძეო გმირების,
სხეულში შენი სისხლი ჩქეფს, სული გვიდგია ვიდრემდის.
მეფეო, კურაპალატო, დიდებულებით აღვსილო,
ქველო და აღმშენებელო, სულის საზრდოვ და წანდილო,
შენს დიდ საქმეებს შევნატრით, გაგვიცისკროვნე სავალი,
მწედ და მფარველად დაგვიდექ დათრგუნვად ეშმა-სატანის,
მზის წილ სინათლედ მოჰფინე ღვთივკურთხეული საქმენი,
ლომი იყავ და გაბრწყინდი წმინდა ხანძთით და შატბერდით.
საკურთხეველში განგგმირეს ოროზ-მოროზის ძეებმა,
ტანჯვისთვის გამოგიმეტეს, სისხლი იდინეს კედლებმა,
წმინდაო, ამაღლებულო, აღმოცენდები კედარად,

მგონი, აპათია გულში ჩამისახლდა....
მგონი, აპათია გულში ჩამისახლდა,
გავცქერ ქუჩებსა და სახლებს უსახურებს,
ღმერთო, დაახურე ზეცის გუმბათები,
თუმცა, ცოდვილები, ჯერ არ ვიმსახურებთ,
მაგრამ სული ჩემი ზეფირს შეერია,
ყველა ღრუბელია ჩემი ეკლესია,
ვგრძნობ რომ სინანულის ჩუმი მელექსეა,
ყველა მოგონება, დღეს რომ შემესია.
გავცქერ ქუჩებსა და სახლებს უსახურებს,
ღმერთო, დაახურე ზეცის გუმბათები,
თუმცა, ცოდვილები, ჯერ არ ვიმსახურებთ,
მაგრამ სული ჩემი ზეფირს შეერია,
ყველა ღრუბელია ჩემი ეკლესია,
ვგრძნობ რომ სინანულის ჩუმი მელექსეა,
ყველა მოგონება, დღეს რომ შემესია.
ჩემს გულში ვგმანავ სიცარიელეს
ჩემს გულში ვგმანავ სიცარიელეს,
როგორც ბიძია გოზავდა ჭურებს,
რომ არ შეიჭრას სიცივე სულში,
რომ გავუმკლავდე ჭუჭყიან მორევს.
ჭერიდან ისევ ჩამოდის წყალი,
ფანჯრიდან ისევ სიბნელე მიმზერს,
ჩემს გულში ვგმანავ სიცარეიელეს,
არ ვუშვებ მასში სიბნელეს მიზერს..
როგორც ბიძია გოზავდა ჭურებს,
რომ არ შეიჭრას სიცივე სულში,
რომ გავუმკლავდე ჭუჭყიან მორევს.
ჭერიდან ისევ ჩამოდის წყალი,
ფანჯრიდან ისევ სიბნელე მიმზერს,
ჩემს გულში ვგმანავ სიცარეიელეს,
არ ვუშვებ მასში სიბნელეს მიზერს..
მაია დიაკონიძე
11.02.2019 წელი
რად მინდა, ნემსი,მახათი (ერთსტროფიანი ლექსი)
რად მინდა, ნემსი, მახათი,
ახალუხების საკერად,
თუ აღარც გმირი არა ჩანს,
ჭრილობა წვეთავს სამკეცა..
ახალუხების საკერად,
თუ აღარც გმირი არა ჩანს,
ჭრილობა წვეთავს სამკეცა..
იმქვეყნად მიმაქვს საგზალი (ერთსტროფიანი ლექსი)
პეპელას ფრთები დააჭრეს,
ხოხავს, ვეღარ ფრენს საწყალი,
იმის შემყურეს არ მძინავს,
იმქვეყნად მიაქვს საგზალი.
ხოხავს, ვეღარ ფრენს საწყალი,
იმის შემყურეს არ მძინავს,
იმქვეყნად მიაქვს საგზალი.
შენს მწვერვალებზე დავენთე (ერთსტროფიანი ლექსი)
შენს მწვერვალებზე დავენთე,
გადაგფენივარ ალმურად,
მინდა, რომ ცოცხლად ვიწვოდე,
უთქმელად, ჯერ არნახულად...
მზე ანათებდეს პირიქით,
პირაქეთ ჩემი ვნებანი,
ხატი დამიცავს ხახულის,
ისიც ხომ შენი მზე არის.
გადაგფენივარ ალმურად,
მინდა, რომ ცოცხლად ვიწვოდე,
უთქმელად, ჯერ არნახულად...
მზე ანათებდეს პირიქით,
პირაქეთ ჩემი ვნებანი,
ხატი დამიცავს ხახულის,
ისიც ხომ შენი მზე არის.
Sunday, February 10, 2019
არ ღირს ამქვეყნად ცხოვრება
არ ღირს ამქვეყნად ცხოვრება,
სიკეთის ფასი მცირდება,
სიტყვა არ უნდათ ალალი,
პირფერი, ეშმა სჭირდებათ,
სევდის ჭია ღრღნის მართალ კაცს, -
ნეტავ, სწორედ თუ იქცევა,
შვილი შიმშილით უკვდება,
ღმერთი სამოთხეს ჰპირდება.
სიკეთის ფასი მცირდება,
სიტყვა არ უნდათ ალალი,
პირფერი, ეშმა სჭირდებათ,
სევდის ჭია ღრღნის მართალ კაცს, -
ნეტავ, სწორედ თუ იქცევა,
შვილი შიმშილით უკვდება,
ღმერთი სამოთხეს ჰპირდება.
Saturday, February 9, 2019
შემოდგომის ნობათი (ზღაპარი)
შემოდგომის ნობათი
გოგონას ყვავილები უყვარდა, მაგრამ რომელ გოგონას არ უყვარს ყვავილები?! ზაფხულში მინდორში გასული ეალერსებოდა და ეფერებოდა მათ. აგერ ყაყაჩოს მოწყვეტდა, გვირილებს შეაგროვებდა, ვარდკაჭაჭას ცისფერ ყვავილებს დაამატებდა და დედასთან შესანიშნავი თაიგულით ბრუნდებოდა. შემოდგომიდან დაწყებული ლამისაა ზამთრის ბოლომდე მოიწყენდა ხოლმე: ველ-მინდვრებს ფერი აკლდებოდა, დასევდიანებული გაშავებული მდელოები აღარ ასაჩუქრებდნენ გოგონას ყვავილებით, ცივი ქარი უბერავდა, ღრუბლები კი ისე ავისმომასწავებლად მუქდებოდნენ, თვითონაც უკვირდათ თავიანთი სიშავე და გოგონასთან შერცხვენილები ხანდახან წითლდებოდნენ, აი მაშინ, როცა მზე ჩადიოდა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ მეორე დღეს ქარი ამოვარდებოდა. ასე ამბობდა გოგონას ბებია, მისი ნათქვამი კი ყოველთვის მართლდებოდა. აი, იმ დღესაც დაუბერა შემოდგომის ქარმა, ატრიალა და აბზრიალა ერთი მცენარის თესლი და გოგონას სახლის აივანზე ქოთანში ჩააგდო. გაზაფხულზე, ქოთანში, რომელიც მიწით იყო სავსე, მაგრამ შიგნით გახარებული ბალბა რატომღაც გახმა, პატარა ყლორტი ამოიწვერა. ალბათ, რომელიმე ყვავილიაო, იფიქრა გოგონამ და მოვლა-მზრუნველობას არ აკლებდა. მიწას უფხვიერებდა, წყალს უსხამდა. წყალი განსაკუთრებით უყვარდა მცენარეს. როგორც კი მიწა გაშრებოდა ქოთანში, მაშინვე მოიწყენდა, ფოთლებს დაბლა დაუშვებდა, რომ იტყვიან, ყურებს ჩამოყრიდა ხოლმე. ვერა და ვერ ხვდებოდა გოგონა, რა ყვავილი უნდა ყოფილიყო მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი, იზრდებოდა და სარეველა ბალახს ემსგავსებოდა, უზარმაზარმა ღერომ მრავალი მოგრძო ფორმის დიდი ფოთოლი დაისხა, აიტოტა და ამაღლდა, ლამის პატრონს დაეწია სიმაღლეში. ის იყო, გოგონას გული უნდა აცრუებოდა მცენარეზე, რომ ერთ დღესაც მან თეთრი პატარა ყვავილები გამოისხა. გული შემოუბრუნდა, მაინც ყვავილებია, თუმცა არა დიდად შესამჩნევი და ლამაზიო. ცოტა ხანში კი ნახევრადბუჩქს ყველა მხრიდან გრძელი მწვანე წიწაკები ჩამოეკიდა, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი თავიდან თეთრ ყვავილებში გამოიფსკვნა, მერე დაგრძელდა, დაგრძელდა და შემოდგომისთვის უხვი მოსავალი მისცა პატრონს. მწვანე წიწაკები თანდათან გაწითლდა. ყველა მეზობელი, ვისაც ყვავილები უყვარდა, შურის თვალით შესცქეოდა აივანზე წითლად მოკვასკვასე მცენარეს, ის კი არ იცოდნენ, რომ ეს ყვავილები კი არა, წიწაკა იყო.
ბევრი იცინეს შინაურებმა, ყვავილის ნაცვლად წიწაკა გაგიზრდიაო, - ჰეიდა, შემოდგომის ქარი, რა ნობათი მოგართვაო! - იძახოდა ბებია და წითელ ღრუბლებს შეჰხაროდა, სხვა ბებიებისგან განსხვავებით (ყველამ ვიცით, რომ ბებიებს ქარი არ უყვართ, ბავშვი არ გაცივდეს ან რაიმე ვირუსული ინფექცია არ შეხვდესო!), - რა იცი, ხვალ კიდევ რა საჩუქარს გისახსოვრებსო! - აიმედებდა გოგონას, რომელსაც ისე მოეწონა წიწაკა, რომ თავისი ეზოს ბაღშიც მოაშენა სხვადასხვა ჯიშის და ფერის, მექსიკური, ტკბილი და მწარე, ბულგარული, ასევე ტკბილი და მწარე. ყვავილები ზოგს თეთრი ჰქონდა, ზოგს - მოიასამნისფრო, ზოგსაც - მუქი იასამნისფერი, შესაბამისად - ნაყოფიც ზოგის მწვანე იყო, ზოგის - იასამნისფერი ლაქებით, ზოგისაც - სულ მთლად წითელი. ისიც წაიკითხა წიგნში, რომ წიწაკის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, ხოლო ევროპაში მისი თესლი ცნობილმა მოგზაურმა კოლუმბმა შემოიტანა. მშრომელმა გოგონამ რამდენიმე წიწაკა სახლის პირობებშიც გაზარდა, რის გამოც მათი ნაყოფი აღარ იყო ისეთი გრძელი და დიდი, ვინაიდან მათ მიწა და ჰაერი აკლდათ. ისინი დეკორატიულ მცენარეებად იქცნენ. დღეს ბევრ სახლში იწონებენ თავს თავიანთი პატარა წითელი ნაყოფით. მეზობლებმა და მეგობრებმა კი გოგონას წიწაკის დედოფალი შეარქვეს.

Friday, February 8, 2019
ელავენ ისევ წყალზე ბონდები?!
ცას ებჯინება ღერი ბამბუკის,
ვწევარ და ზეცას კრძალვით შევყურებ,
ისმის ბუზების "ბრავო" და "ბისი",
ერთდროს აქ დამრჩა ოქროს საყურე.
დავბრუნდი ისევ, რადგან მწყურიხარ,
დავბრუნდი, რადგან შენ მაგონდები,
ნეტავ, სად არის ოქროს საყურე?
ელავენ ისევ წყალზე ბონდები?!
ვწევარ და ზეცას კრძალვით შევყურებ,
ისმის ბუზების "ბრავო" და "ბისი",
ერთდროს აქ დამრჩა ოქროს საყურე.
დავბრუნდი ისევ, რადგან მწყურიხარ,
დავბრუნდი, რადგან შენ მაგონდები,
ნეტავ, სად არის ოქროს საყურე?
ელავენ ისევ წყალზე ბონდები?!
მამული ჩვენი, უპატრონო
საცაა ტვინის ლაბირინთში ჩაწვება ღამე,
ვერ იხმაურებს სისხლი ძარღვში, ისე ძალუმად,
შენ ვეღარ გნახავ ბუმბულივით მსუბუქს და ფრთაჭრელს,
უსასოდ ქმნილი რომ გაიშლი ნაზ ფრთებს სათუთად.
ამაოების დიდ მორევში გადავარდნილებს
კაცთა სიმხეცე, ავხორცობა, ფიქრი გვაკვირვებს,
ზეწამოწევაც ისე გვიმძიმს, თითქოს ვთლით ლოდებს,
მამული ჩვენი, უპატრონო, გვიცქერს და გოდებს.

Thursday, February 7, 2019
მოჩვენება (მინიატურა)
ჰო, ყანაში ცხოვრობდა, ბევრი ამბობდა, ყანაში დავინახეთო, კი ცდილობდა, არავის მოეკრა თვალი, მაგრამ ზოგჯერ რაღაცა ეშლებოდა, რაღაცა არ გამოსდიოდა. დილით ყანაში გამოსულ ქმარს შორიახლოს დაუჯდებოდა, უყურებდა, როგორ უვლიდა ჯეჯილს, თოხნიდა, მარგლავდა, მერე გათიბავდა, ისიც შორიდან უცქეროდა, თვალს ვერ აცილებდა, ეცოდებოდა, უპატრონოდ დარჩაო, რძალს, სადილს რომ მოუტანდა მამამთილს, ალმაცერად გადახედავდა- ქა, ეს რა მოუტანია, მეტი ვერაფერი გაიმეტაო?! მერე სიყვარულით შეაცქერდებოდა ქმარს თვალებში, კმაყოფილია თუ არა საკვებით, მოეწონა თუ არაო. მართალია, კაცი რძლის თანდასწრებით მაინც არ შეიმჩნევდა, უკმაყოფილოც რომ დარჩენილიყო, ყოველთვის უღიმოდა და ლოცავდა: შენმა ხელებმა გაიხაროს, რა კარგი საჭმელი მოგიმზადებია, შვილოო და კიდევ ათასგზის ეტყოდა: - შენი გამზრდელი დალოცოს ღმერთმაო.- ცოტა კი გაპილპილდებოდა ხოლმე, ერთხელ მაინც უსაყვედუროს რამეზეო, მაგრამ მაინც უხაროდა, ჩემი ვანოს ცოლს სხვანაირად როგორ უნდა მოექცესო. ერთ დღესაც სადილი მარიამმა მოიტანა, მეზობლის ქალმა, უქმარშვილოდ გადავარდნილმა, გაუღიმა კაცმა, ხელზე ხელი გადაუსვა მზრუნველს, თვალებგაშტერებული უყურებდა ქალი ხელების მოძრაობას, დაფრთხა, შეშინებული იქვე ჩამოჯდა თავჩაქინდრული, მიწას მიშტერებოდა. - ახლა რაღა ვქნა? - ათასჯერ უსვამდა თავისთავს ამ შეკითხვას. - ვიცი, აქა ხარ, - მოესმა ხმა, მიიხედ-მოიხედა, ქმარი მას ელაპარაკებიდა და პირდაპირ დიდ თვალებში უყურებდა, თითქოს ხედავდა, სუფრას გახედა, მარიამი წასულიყო, - მაპატიე, - ისევ მოესმა. ხმაამოუღებლივ შეერია ყვავილების ბაღს, გრძნობდა, როგორ მოყვებოდა კაცი უკან, ის იყო, ხელი შეახო მხარზე, სასოწარკვეთილმა იყვირა და გაქრა. მას მერე მოჩვენება აღარავის დაუნახავს...
Monday, February 4, 2019
მივუყვებოდი ნაწვიმარ ველს!
მივუყვებოდი ნაწვიმარ ველს, როგორც დერვიში
და დიდზე დიდი გასავლელი მქონდა მანძილი
"ა" ქვეპუნქტიდან "ბ" პუნქტისკენ მიმავალ გზაზე,
იქ დამრჩენოდა სიფაქიზეც და სილამაზეც.
ვუახლოვდები "ბ" პუნქტსა და არაფერს ველი,
წინ გამეშლება ვაშლების ბაღი, მზიანი ველი,
აკრულ-ჩაკრული ასოებით მივაწერ კარზე,
"ის შემორჩება ამა ქვეყნად, რაც ვითამამე!"

არ დაიჩოქო
ჩაფიქრებული სარკმელიდან მზეს ვუყურებდი,
მინდვრად, ველებზე დარჩენოდა მცირე ალაფი,
სხივს აკვესებდა დაგდებული ქამარ-ხანჯალი,
მზე ჩადიოდა, ცხოვრებასთან ნაბრძოლ-ნაჯაფი,
და მხოლოდ ერთხელ შემომხედა, სევდის ღიმილით,
თითქოს ამავსო ყვავილებით, ვარდით, გვირილით,
ზოგჯერ ეს ერთი შემოხედვაც საკმარისია,
არ დაიჩოქო, შეასრულო შენი მისია.

ნეტავ, თუ ვინმე კითხულობს ლექსებს?
ნეტავ, თუ ვინმე კითხულობს ლექსებს?
უნდა დავუდგათ ამ ქვეყნად ძეგლი,
პოეტებს უკვე ვერ იტევს რიცხვი,
რიგს ემატება მეტი და მეტი,
ჩიტის სიმღერას მეტი ფასი აქვს,
მკითხველს კი უნდა დავუდგას ძეგლი.
უნდა დავუდგათ ამ ქვეყნად ძეგლი,
პოეტებს უკვე ვერ იტევს რიცხვი,
რიგს ემატება მეტი და მეტი,
ჩიტის სიმღერას მეტი ფასი აქვს,
მკითხველს კი უნდა დავუდგას ძეგლი.
Subscribe to:
Posts (Atom)