ქარი ასკდება კლდეებს და ტოტებს,
გლეჯს ფესვიანად, ნაკვალევს ტოვებს,
პირმოთნეობა არ ძალუძს პოეტს, -
კაცისგან ქმნიდეს კერპსა და ტოტემს.
ქარს რომც აჩუქო ციხე-დარბაზი,
ფარჩა და სტავრა, დიბა-ატლასი,
ვერ დაიმონებ, ტალღებში მღვრიე
ის უნდა ევნოს, ცრემლებსა ღვრიდეს.
ისე პოეტსაც რაგინდ უჭირდეს,
არ მიეცემა ძილს და ფუჭ ფიქრებს,
სიტყვით გაარღვევს მქისე ნისლიერს,
დითირამბს სხვას არ მიუღიღინებს.
თავისუფლების დიად ქარტიას
გულზე იწერდა პოეტთ არმია
და ვერ დაიდგამს მონობის უღელს
სიმართლის ძალით კლდეს ვინაც უტევს.
No comments:
Post a Comment