საცაა ტვინის ლაბირინთში ჩაწვება ღამე,
ვერ იხმაურებს სისხლი ძარღვში, ისე ძალუმად,
შენ ვეღარ გნახავ ბუმბულივით მსუბუქს და ფრთაჭრელს,
უსასოდ ქმნილი რომ გაიშლი ნაზ ფრთებს სათუთად.
ამაოების დიდ მორევში გადავარდნილებს
კაცთა სიმხეცე, ავხორცობა, ფიქრი გვაკვირვებს,
ზეწამოწევაც ისე გვიმძიმს, თითქოს ვთლით ლოდებს,
მამული ჩვენი, უპატრონო, გვიცქერს და გოდებს.
No comments:
Post a Comment