Monday, February 25, 2019

წავიდა...

წავიდა, თითქოს აქ არც ყოფილა, არ მივაცილე აღარც კარებთან,
და რომ მეგონა, მართლა ვუყვარდი, თურმე, აქ ყოფნა იყო მზადება,
რომ წასულიყო საით, არ ვიცი, და აღარც მინდა, რამე ვიცოდე,
ჩაჟანგულ მახვილს გასვლია ყავლი, ნაჩხვლეტი წვეთავს, ავსებს ღიობებს,
რომ ტკივილებმა უწამლოს სულსაც, დაჭრილს, დაფხრეწილს ათას ნაფლეთად,
არ გაიაროს ამ ტანჯვამ ფუჭად, აღარ დამჭირდეს სულის გახედვნა,
არ დაისეროს ღრუბლებით ზეცა, პირქუშ ნაფლეთებს დანით ავათლი,
რომ ბნელი ღამე არ შეხვდეთ სხვებსაც, მახედ არ ექცეთ ზეცის კარავი.






No comments:

Post a Comment