პატიება რომ გამომეთხოვა,
ალბათ, იმიტომ ვწერდი მე ლექსებს,
ზამთარს სულშიც რომ არ მოეთოვა,
არ შესცივნოდათ ჭაღარა ვერხვებს.
და გადიოდა დღეები, წლები,
ემატებოდა რიჟრაჟს ნათელი,
მე გაზაფხულებს ვათბობდი ლექსით,
სიყვარულის და ნდობის სახელით.
პატიება რომ გამომეთხოვა,
რომ მომეწმინდა სიმწრის ცრემლები,
ზამთარს სულშიაც არ მოეთოვა,
ვესიტყვებოდი მზით და ლექსებით.
No comments:
Post a Comment