ტანჯვისთვის გამოგიმეტეს, სისხლი იდინეს კედლებმა,
წმინდაო, ზეცად ამაღლდი, აღმოცენდები კედარად,
თესლი ჩვენს გულში მარხია, სიცოცხლე შენით გვედარა.
მოწამეობრივ აღსასრულს საღვთო საქმენი უძღოდა,
სამშობლო მიწის ტკივილებს ეფარებოდი სუროდა,
აღმშენებელო ტაძრების, დიდი გრიგოლის რჩეულო,
მეფეთა შარავანდედში სიქველით გამორჩეულო.
მეფეო, ქართველთ სარდალო, სიამაყევ და აბჯარო,
ჯაჭვის პერანგი გემოსა, არ ახარებდი არაბსო,
დევნილს ღვთისაგან გეუწყა, - ერი გრჩებოდა სარჩენად,
ვერ დატოვებდი სამშობლოს, მან დაგილოცა მარჯვენა,
ფარავნის ტბასთან გამართე ბრძოლა სარკინოზთ ჯარებთან,
პატარა რაზმით სძლიე და სახლში ირჩიე დარჩენა.
საბერძნეთს აღარ წახვედი, შავშეთ-კლარჯეთში დასახლდი,
გორგასლიანი მახვილით იბრძოდი კუბოს კარამდი.
საკურთხეველში განგგმირეს ოროზ-მოროზის ძეებმა,
სისხლის წვეთები არტანუჯს ჩამოღვენთია ცრემლებად,
მოგიხელთეს და გაგწირეს ღალატით გმირი, მზისდარი,
დოლისყანელთა მისდიეს, არ დარჩათ ამბის მიმტანიც.
ბაგრატიონთა მამაო, კარგი შვილების აღმზრდელო,
აღდგომას ისევ აღსდექი, მადლი მოჰფინე მთა-მდელოს,
შენს აშენებულ ტაძარშიც, მოციქულთ პეტრე-პავლესი,
აღვლინდეს ლოცვა ქართულად, კვლავ გვეზეიმოს პასექი.
ფაქიზი გქონდა გულისთქმა, შეუბღალავი სახელი,
დიაცი იგი სიძვისა, დასთმე, ღვთის კაცთა დაჰყევი,
თითქოს წყლის პირას გაგიტყდა უძვირფასესი ხელადა,
ეშმაკსა სძლიე, ვაჟკაცი ვერ გაივლიდი ცერადა.
ზარით გიტირა ქართველმა, შარავანდედით შეგმოსა,
ერისკაცს გადმოგაყარა ცრემლი შენდობა-შელმობად,
საქრისტიანოს ჯავარო, მარჯვენავ გრიგოლ ხანძთელის,
მან დაგიტირა მდუღარე წმინდა ცრემლების დაფრქვევით:
"ჰოი, მეფეო, ძლიერო, ეკლესიათა ქვითკირო,
აღმოსავლით და დასავლით სრულ მორჩილებას მკიდიო,
ჩრდილოით ანუ სამხრეთით ხელმწიფეთ იწყალვიდიო...
დაგვიწყვდიადდა ნათელი, ცას გადაეკრა ბინდიო."
დიდი ბაგრატის აღმზრდელო, მამავ და ძეო გმირების,
სხეულში შენი სისხლი ჩქეფს, სული გვიდგია ვიდრემდის.
მეფეო, კურაპალატო, დიდებულებით აღვსილო,
ქველო და აღმშენებელო, სულის საზრდოვ და წანდილო,
შენს დიდ საქმეებს შევნატრით, გაგვიცისკროვნე სავალი,
მწედ და მფარველად დაგვიდექ დათრგუნვად ეშმა-სატანის,
მზის წილ სინათლედ მოჰფინე ღვთივკურთხეული საქმენი,
ლომი იყავ და გაბრწყინდი წმინდა ხანძთით და შატბერდით.
საკურთხეველში განგგმირეს ოროზ-მოროზის ძეებმა,
ტანჯვისთვის გამოგიმეტეს, სისხლი იდინეს კედლებმა,
წმინდაო, ამაღლებულო, აღმოცენდები კედარად,

No comments:
Post a Comment