Saturday, February 23, 2019

სანამ გაზაფხულს ტანზე მოვირგებ

სანამ გაზაფხულს ტანზე მოვირგებ
და ზამთრის ამინდს გავკიდებ   ქარში,
გარეცხილსა და ამოლამბულებს
თეთრი თოვლით და მიტკალი-ნარმით,
მანამ გალღვება გულში სიცივე,
ამოივსება ხევები შავი
და დაიძვრება ცივი ყინული,
მას გადაჰყვება უზომო დარდიც.


No comments:

Post a Comment