Thursday, February 21, 2019

სევდა ბოგინობს

როცა შენს სულში სევდა ბოგინობს და მარცვალ-მარცვალ კრეფ ლურჯ იმედებს,
ნაღვლობ და გინდა, ვერვინ შეგატყოს, ხატავ და ძერწავ ზღაპრულ ქიმერებს,
რადგან შენს ირგვლივ, ტანჯვის მღვიმეში, შენ გარდა კიდევ არის მრავალი,
მიტომ სიმშვიდის ნიღაბს იკეთებ, ცდილობ, მოძებნო  გზები სავალი,
რომ არ გამრავლდეს სასოწარკვეთა, ფერად ოცნებებს სიტყვით გადაშლი
ფარშევანგივით, კუდის ნაფლეთსაც, იცი, დარჩება ფერი ათასი,
და გაზაფხულზე, როცა ყვავილნი აყვავდებიან სადმე ჩეროში,
ფრთებს გაისწორებ ქარებში დაჭრილს და იჭიკჭიკებ შენთვის გემოზე.




No comments:

Post a Comment