ლექსები
Sunday, May 4, 2025
უფალო!
უფალო!
გამოუჩნდება პატრონი
ქვასაც, მდინარის ფსკერზე,
რძეს მოაწოვებს ალალად,
ისიც
მის ძუძუს ეძებს.
ყაყაჩოს ეტრფის ბალახი,
შემოუწვება გვერდზე,
როცა ცა ჭექას დაახლის,
თვითონ მიიღებს მკერდზე.
ტყე იცავს თავის შვილებსა,
როცა ეძებენ მშველელს,
შენც ნუ დამტოვებ შიშველსა,
გთხოვ, ხელი შემაშველე!
მაია დიაკონიძე
4.05.2025 წელი
No comments:
Post a Comment
Newer Post
Older Post
Home
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment