Sunday, May 4, 2025

სიბერე შემომპარვია, ელგუჯა ციგროშვილის და ეკა ბუღაძის ლექს-ექსპრომტებით

 სიბერე შემომპარვია

უჩუმრად, თითქოს კრძალვითა,
პირს ნაოჭები შეჰყრია,
თვალი მიცინის ხათრითღა.
მაია დიაკონიძე
ექსპრომტად მაიას!
დღენი აივლ~ჩაივლიან ,
წლების ჯარი ბევრდება...
თუკი გულში ყვავილია,
გული არა ბერდება!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
17. 05. 2023 წელი
პასუხად ექპრომტზე!
ყვავილია, თან როგორი,
სულ მზისფერად ანათებს,
რას დააკლებს ცივგომბორის
ქარი, უფრო ალაღებს!
ყვავილია, ფერადია,
ნაქარგი და ბატიკა,
წლები კიდევ ფასადია,
მხოლოდ მათემატიკა.
მაია დიაკონიძე
17.05.2023 წელი
ექსპრომტ-კომენტარი
შენ სიბერე რას დაგაკლებს
ისე მშვენიერიხარ.
ყოველ დილით სიყვარულზე
სიცოცხლეზე მღერიხარ.
ასაკი ხომ ციფრებია
საბუთებში ათვლილი.
შენ კი ასე მშვენიერი
ქალღმერთი ხარ ნამდვილი.
1.05.2025 წელი

No comments:

Post a Comment