სალაღობო
დავუნიშნავ პაემანს
შთაგონების წყაროებს,
ლექსის ახალ არენას
განგება მიწყალობებს.
ნაკადებად წამოვა
მადლიანი რითმები,
ზეცა ცრემლებს ჩამომბანს,
იებით მოვირთვები.
ვისაც არ ვაგონდები,
არც მე მომაგონდება,
მოგონების ვაგონებს
ცად გააფრენს გონება.
მაია დიაკონიძე
10.05.2025 წელი
No comments:
Post a Comment