არც რა დაშავდა არათქმით
ძარღვებში სისხლი მდოვრედ დის,
აღარ თუხთუხებს ქვაბი,
არც შაშვი გალობს ,,დო, რე, მი",
ენისქვეშ მიდევს აბი.
გული კი მწყდება, რომ ვერ ვთქვი,
რისი თქმაც შენთვის მსურდა,
არც რა დაშავდა არათქმით,
არც მიიტანდი გულთან..
მაია დიაკონიძე
1. 05. 2025 წელი
No comments:
Post a Comment