ისევ მოგელი
ღამე შენს სურნელს იებად ისხამს,
თან მდუმარების იცმევს მოსასხამს,
მთვარე - ალმასის -- შროშანი მიყვარს,
წარსულს განცდები ცვივა სიტყვებად,
მე შენში დაღლილ ფიქრებად დავრჩი,
როგორ ვერ მიხვდი, რომ შენი ტყვე ვარ,
ისევ მოგელი იების სახლში.
ჩემს ბაგეს სწყდება ორიოდ კითხვა:
მოხვალ თუ არა, ან თუ დარჩები,
მსურს, სიყვარულის სიმღერა მითხრა,
წუთებს მითვლიან დროის ჩარჩები.
ვინც ზეცას თმობს და ეკვრის მიწიერს,
განა სინათლეს მისწვდება იგი,
და თუ კი ბნელი რამ მოვიწიე,
შენთან დარჩენის ვისწავლე ხრიკიც.
მაია დიაკონიძე
14.05.2024 წელი
No comments:
Post a Comment