,,უფალი შენთან!
დღეს სუნი მეცა გაზაფხულის,
სიცოცხლის სუნი,
ცრემლი დასდინდა...
ვთქვი: ცისქვეშეთში ღვთის ნაბოძვარს
არ დასდო წუნი
და ის შეირგე, რაც გერგუნა,
მეტი არ გინდა.
ხვალე მეტს მოგცემს, თუ ჩაგთვალა
ღირსად ამისა,
კეისარს მისი, შენ კი შენის
ღირსი გახდები...
არსად დაკარგო ღირსება და
წონა თავისა,
ნურც საკუთარ თავს, ნურასდროს ნუ
გადაახტები!
იგრძნობ, – შენი მზე გაგინათებს
უფსკრულებს სულის,
ნახავ, – შენს ვარდზე ბულბული რომ
შემოფრინდება...
,,უფალი შენთან!" მოიმედევ ამ
გაზაფხულის,
ხვალინდელი დღე, – ცისკარივით
ამობრწყინდება!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
6. 02. 2025 წელი
No comments:
Post a Comment