Saturday, May 24, 2025

ახალგაზრდებს! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

ახალგაზრდებს!

(ფშაურ  კილოზე)

 

კარგი   ლექსი მინდა  ვწერო

თქვენი  გულის  გასახარად…

მუზაც  ფრთების  შემსხმელია, –

თუ  მამული  გიყვართ  მყარად;

წინ  მიგიძღვით  ნინოს  ჯვარი, 

ღვთისმშობელი  გიდგათ  ფარად;

საგზლად  დაგაქვთ  სიყვარული,

სადაც  დახვალთ, – მთად  თუ  ბარად;

ობოლ  ბიჭს  თუ  ეგულებით

,,წიქარად"  და  შემწე  ხარად,

ხმლით  მოხაზავთ ქვეყნის  საზღვარს,

ყველა  მომხვდურს  უღრენთ  ავად; 

სხვისა  ბაღში ხილს  არა  ჰკრეფთ,

სიკეთის  ხეს  თუ   რგავთ  მარად,

სიტყვას  ვერვინ  მოგიძებნით,

საგინებელ –გასაკმარად!

 

ქ. თესალონიკი,13. 09. 2020  წელი


No comments:

Post a Comment