Wednesday, May 7, 2025

მე თოვლი ვიყავ!

მე თოვლი ვიყავ, შენ თოვლზე დიდი,

მოგესხა მთების თეთრი ნაბადი,

ვთრთოდი და ვკრთოდი, ჟრუანტელს მგვრიდი,

თითქოს შემყროდა რამე სახადი.


შუბლს სისპეტაკის გაჩნდა ღრმა დამღა,

ზეცასთან ხიდებს თვალით აბამდი,

მინდა გავიქცე მე შენგან ამღამ,

მაგრამ გული მაქვს შენთან ნაბამი.

მაია დიაკონიძე

7.05.2025 წელი




No comments:

Post a Comment