Wednesday, May 14, 2025

ადამიანად ყოფნა მინდოდა



ადამიანად ყოფნა მინდოდა
მე ისევ შემრჩა ღიმილი ბავშვის,
რწმენა სინათლის, რწმენა სიცოცხლის,
ჩემს მოგონებებს ვერავინ წაშლის,
წინაპრის სიტყვის ფასი ვიცოდი.
იმ სიტყვით მსურდა სხვები ამენთო,
ვისთვის სათქმელი არ მქონდა სიტყვა,
ვცდილობდი მუდამ ქვაც რომ გამეთბო —
სიყვარულშიაც უცვლელი ვიყავ.
ვიფრინე ზოგჯერ მთვარიან ცაზე,
მსურდა მენახა, ვინაც მიყვარდა,
სხვისი ტკივილის ვიარე გზაზე,
გრძნობებს ვეწიე სუფთა, ცინცხალსაც.
დედამიწისთვის ვარ ერთი ქორდა,
ვეტრფი ყანებსაც, ყვავილ-მინდორსაც,
უფლის ხმა მუდამ გულით დამქონდა,
ადამიანად ყოფნა მინდოდა.
მაია დიაკონიძე
14.05.2025 წელი

No comments:

Post a Comment