ქართველო!
ცვარ-მარგალიტად ეყარა
ბალახზე უფლის ცრემლები,
გეგონა ზეცა გეკავა,
მინდორზე ურცხვად შედექი.
გვრგვინვა ისმოდა მთებიდან,
უფლის ხმა იყო, ძახილი,
სული ვერ მოხსენ ჯვრებიდან,
ვით სინანულის სამხილი.
შენს სახლს დაშორდი, შენს ყურეს,
აი, ცხოვრებაც მითავდა,
ახლა სხვის ხელებს შეჰყურებ,
აღარ გაქვს, ის რაც გიყვარდა.
მაია დიაკონიძე
27.04.2025 წელი
No comments:
Post a Comment