Friday, May 30, 2025

დღეც მიყვარს , მაგრამ ... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი ასმათ შეთეკაურის კომენტარებით


დღეც მიყვარს , მაგრამ ...
1 . დ ღ ე ც მიყვარს , მაგრამ ...
ღ ა მ ი ს ტრფობით
მე ვარ სნეული ,
მარტოობის შ ა შ ს
ხელში შევრჩი ,
როგორც ი ა ქ ი ...
მთრთოლვარე ხელებს
ენატრებათ
შენი სხეული ,
აჩქარებული
ხშირი სუნთქვა
და ფორიაქი !
2 . დავხუჭავ თვალებს ...
ან კი გრძნობას
რად უნდა თვალი ?
როცა ორ სხეულს
აბრიალებს
ვნების ღადარი ...
თვალწინ მიდგება
შვლის თვალები ,
ოდნავ დამფრთხალი
და ტურფა სახე ,
ი ი ს ა და
ვ ა რ დ ი ს სადარი !
3 . სად დამეკარგე ,
შემატოვე ღამეს ეული ,
ადვილად მძალავს
მარტოს ფიქრის
კორინტელი ...
შენს ,, ნაცნობ ხელებს "
ენატრებათ
შენი სხეული ,
აჩქარებული
გულის ცემა
და ჟრუანტელი !...
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
30 . 09 . 2013 წელი .
ასმათ შეთეკაურის ლექს~კომენტარი ლექსზე ~ ,, დღეც მიყვარს , მაგრამ "...
,, თავს რად იტანჯავ ,
ან რად გინდა
ღამის ტრფიალი ?
ან ხორციელი
სიყვარულის
ალი რომ გწვავდეს ;
თუ მხოლოდ ბნელი
აღძრავს შენში
ვნებათა ღელვას ,
გამოდის მაშინ
სიყვარული
ჯოჯოხეთს ჰგავდეს ."
ასმათ შეთეკაური .
27 . 06 . 2021 წელი .
ლექს ~ კომენტარის პასუხად
ასმათ შეთეკაურს :
1 . თქვენი წესია ,
ყველა ფ ე რ შ ი
ეძებოთ მუქი ;
ჩვენს სიტყვა~საქმეს
აკრიტიკებთ
დღე ~ ღამ ქალები ...
მერე ვინ გითხრათ : ~
ჯ ო ჯ ო ხ ე თ შ ი
არ არის შუქი ,
მარადიულად
თუ ანთია
ცეცხლის ალები .
2 . მე მიყვარს ,
ღამის სიბნელე რომ
სიმორცხვეს ფარავს
და ... ღამე ,
შ ი შ ვ ლ ე ბ ს
რომ აფარებს
მზრუნველად
ჩრდილებს ;
ქალის სხეულის
შუქიც ჰყოფნის
ოცნების კარავს
და მეტი შუქი
არც სჭირდებათ
ვნებიან წყვილებს !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
27 . 06 . 2021 წელი .
ლექს-კომენტარის პასუხად
ელგუჯა ციგროშვილს:
,,უჩინარია, თუ ვის გულში
რა იმალება,
მაგრამ ბაგენი, ოოო, ბაგენი,
ფიქრებს ყიდიან...
თუმც კრიტიკოსი არასოდეს
არა ვყოფილვარ,
მაშ ეგ ფიქრები, მცდარი გზებით
რატომ მიდიან?!
ისე, უბრალოდ გავიხსენე
ახალგაზრდობა,
არ დააყოვნა და მუზამაც
გაშალა ფრთები;
ისე, უბრალოდ, კვლავ მომინდა
ლექსის დაწერა,
რა შუაშია აქ კრიტიკა,
მაინც ვერ ვხვდები.
ასმათ შეთეკაური
28. 06. 2021 წელი
მეორე ლექს–კაფიის
პასუხად ასმათ შეთეკაურს:
მე არასოდეს არ მდებია
ბოროტი გულში
და ჩემი ბაგეც, რაც გულში მაქვს, –
იმის მთქმელია...
ვჩხრიკე და ვერსად მოგაგენი
მე ჩემს წარსულში ,
არ არსებულის ბნელში პოვნა
მართლაც ძნელია.
,,თავს რად იტანჯავ? ან რად გინდა
ტრფიალი ღამის?
ან ხორციელი სიყვარულის
ალი რომ გწვავდეს?"
ქალი ქალს ,,ლოშნის"– დღეს ქუჩაში,
მომსწრე ვარ ამის,
ქალის და კაცის სიყვარულის
არ უნდა მწამდეს?!
ტრფიალის ღამე ჯოჯოხეთთან
რომ შემიდარე,
კრიტიკა აბა, სხვა რაღაა
თქვენი გაგებით?
თქვენ, თქვენი წერეთ,
მე მივხედავ ჩემს ღარიბ ბწკარედს,
ჩემს ფიქრს გავყვები, სიყვარულის
ლიანდაგებით!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 28. 06. 2021 წელი

No comments:

Post a Comment