Wednesday, May 7, 2025

ან თუ ღირსი ვარ!

ან თუ ღირსი ვარ!
ადგილი გულში შენა გაქვს ფართო,
თვალები ბრწყინავს, როგორც ნიკელი,
შენ ჩემზე ფიქრი მარტოდენ გართობს,
მე ღრმა ძილშიაც კი ამიკელი.
ხან მეფედ მოხველ და ხან მსახურად,
მაინც ყოველთვის ცეცხლს მიკიდებდი,
ეს აიაზმა ღმერთმა მასხურა,
რომ შენთვის დავდგა ობელისკები.
ან თუ ღირსი ვარ ასეთი ნდობის,
ან თუ ღირსი ხარ, რომ შენზე ვწერო,
კვლავ უსასრულო კითხვები მოდის
და გამოვატან პასუხებს წეროს.
მაია დიაკონიძე
5.05.2025 წელი

No comments:

Post a Comment