ერთ სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, მამა არა ჰყავდა, დედას მუდამ მხარში ედგა, ხან სამწყემსურში მიდიოდა, ხან ქალაქში გაჰყვებოდა ოჯახისთვის საჭირო ნივთებისა თუ სხვა რამის შესაძენად. ერთხელ ბაზარში მოხუცებულმა კაცმა სალამური აჩუქა, რახან ასეთი კარგი ბიჭი ხარ, დედას ეხმარები, შენ გქონდეს, ცხოვრებაში გამოგადგებაო.მას მერე სალამურის დაკვრა შეუყვარდა. მის ხმას სხვადასხვა ფრინველების ჭიკჭიკს ამსგავსებდა, დაიმღერებდა შაშვი, ისიც სალამურის სტვენას ააყოლებდა. დაიმღერებდა ტოროლა, - იმასაც. სად არ ნახავდით ბიჭუნას სალამურით ხელში, მთებსა თუ ველებში, სოფლის ახლოებში. მისი სახლის გვერდზე კაცი ცხოვრობდა, შესანიშნავად მღეროდა, თავის ხმით ატკბობდა მთელ სოფელს. ბიჭუნა სალამურის ხმას შეუწყობდა ხოლმე მის სიმღერას, ადამიანის ენა ხომ მისთვის ყველაზე ნაცნობი იყო.
ერთ საღამოს პატარა მუსიკოსი ბაღში მოხვდა, დაინახა ვარდის ბუჩქზე ჩამომჯდარი პატარა ყვითელი ჩიტუნა, თავი გვერზე დაეხარა და ისე სულისშემძვრელად მღეროდა, ბიჭს თვალებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლი. გადაწყვიტა თავისი გულისტკივილიც გაეზიარებინა ჩიტუნასათვის და სალამურის ნაცვლად თავისი სიმღერა ააყოლა მის ხმას. ჩიტუნამ თითქოს გაიგო ბიჭის სულის ამოძახილი, ხან ბიჭუნა მღეროდა, ჩიტი პასუხობდა, ხან - პირიქით. მას მერე ხშირად ნახავდით ვარდების ბაღში მომღერალ ბიჭს. მარტო ბულბულის კი არა, სხვა ჩიტების ენაც გაიგო ბიჭმა, ყველა ფრინველს ესაუბრებოდა. მათი გაჭირვება ესმოდა. ასე ისწავლა ბიჭუნამ ფრინველების ენა. ის კი არა და, ყვავებსაც კი ელაპარაკებოდა. რამდენჯერ დაუტოვებინებია ყვავისა და ქორისთვის წიწილა და ქათამი! არწივებიც პატივს სცემდნენ, - სადაც ბიჭი ცხოვრობდა, იმ სოფლის საძოვრიდან ცხვარსა არ გაიტაცებდნენ.
გაიზარდა ბიჭუნა. ცნობილი მომღერალი გახდა. ვისაც ერთხელ მაინც მოესმინა მისი გულშიჩამწვდომი ხმა, არასოდეს დაავიწყდებოდა. მისი ხმის ტემბრიც კი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა გარშემომყოფებზე. უცხო ქვეყანაში გადაწყვიტა გამგზავრება. გემით უნდა გადაელახა უკიდეგანო სივრცე. ერთხელ ღამით კაიუტიდან გამოვიდა, თითქოს ვიღაცის ძახილი შემოესმა, გემბანზე დადგა, დაიყვირა უცნაური ხმით, ეს სიმღერას ნამდვილად არ ჰგავდა. მოულოდნელად თოლიების გუნდი შემოეხვია კაცს. გამყინავი ხმით ესაუბრებოდნენ, ფრთების ფართქალით აყრუებდნენ იქაურობას. კაცმა გემის კაპიტანი მოიხმო, უთხრა, ქარიშხალი გვიახლოვდება, გემმა გეზი უნდა შეცვალოს, თორემ ჩაიძირებაო. მგზავრები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, საიდან იცი ეს ამბავიო. თოლიებმა მითხრესო, პასუხობდა კაცი. მართლაც, მეორე დღეს ქარიშხალმა გვერდზე ჩაუარა გემს, ყველა მადლობას ეუბნებოდა. - მოდით, გადამრჩენელ ჩიტებს გავუმასპინძლდეთ, - შესთავაზა კაცმა მგზავრებს. მეზღვაურებმა ბადით თევზები დაიჭირეს და გემბანზე დაყარეს. კაცმა წაიმღერა. სად იყო და სად არა, თოლიების მთელი გუნდი გაჩნდა. თეთრი ფრინველებით გაივსო იქაურობა. მას მერე კაცს ხშირად უწევდა მოგზაურობდა გემით, გემბანზე გამოსულს ხშირად სტუმრობდნენ თოლიები, მისი ხელიდან მიირთმევდნენ პურს. მეზღვაურებმა მას კაცი-თოლია შეარქვეს.

No comments:
Post a Comment