არც ტირილი მჩვევია,
გავატანე ამ ცხოვრებას
წლები, - ჩემთვის ბევრია,
არც გაზაფხულს ველოდები,
ნამიანს და ცვარიანს,
არც ზაფხული აღარ მიყვარს,
თავს მაბეზრებს ძალიან.
შემოდგომა შემიყვარდა,
ოქროცურვილ ფერებით,
ზომიერი ჰავითა და
ღვაწლმოსილი ტყეებით,
თუმცა ყურებს ვეღარ მიტკბობს
მოლაღურის ჟღურტული
და ყვავების უფრო მესმის
ყრანტალი და ყურტული,
მაინც უფრო ჩემია და
ჩამისახლდა წლებია,
შემოდგომას გაუმარჯოს,
ღვინოსავით ფერიანს.
No comments:
Post a Comment